Sunday, April 1, 2012

კლასიკური რეალიზმი


     პოლიტიკური რეალიზმი რთული და კომპლექსური თეორიაა საერთაშორისო ურთიერთობებში  მიუხედავად იმისა რომ  მისი ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა ჰანს მორგენთაუმ,  რეალიზმს ფესვები საკმაოდ შორს აქვს გადგმული, რეალიზმის წინამორბედები იყვნენ ცნობილი პოლიტიკის ფილოსოფოსები ისტორიკოსები და სოციოლიგიის თვალსაჩინო წარმომადგენლები: თუკიდიდე, ნიკოლო მაკიაველითომას ჰობსი, ედუარდ ქარი, ჰანს მორგენთაუ და სხვები. სწორედ მათი ნაშრომების შედეგად ჩამოყალიბდა  საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური ხედვა.
     თუკიდიდე თავის ნაშრომში ისტორია აღწერს ჩვენ წელთაღრიცხვამდე 416 წელს ათენისა და სპარტის ნეიტრალური კოლონიის მილოსის დაპირისპირებას ათენელები ფიქრობდნენ რომ მილოსის დაპყრობით ისინი თავიანთ უსაფრთხოებას მოიპოვებდნენ, თავის მხრივ მილოსელები უფრო მშვიდობიან პოლიტიკას ეწეოდნენ და ათენელებს ეუბნებოდნენ რომ ამ ორ ერთეულს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა მათთვის ვიდერ ომი და დაპირისპირება. მიუხედავად მილოსელების მცდელობისა ათენელებმა მაინც დაიპყრეს ისინი, ამ ნაშრომში კარგად არის ნაჩვენები რომ სახელმწიფოები იღწვიან ძალაუფლებისაკენ და ზნეობაზე მაღლა ეროვნულ ინტერესებს აყენებენ
     რეალიზმის ერთ ერთი წინამორბედად ითვლება იტალიური რენესანსის თვალსაჩინო   წარმომადგენელი, პოლიტიკური მოაზროვნე ნიკოლო მაკიაველი თავის ნაშრომში მთავარი ის ამბობს რომ ჭკვიანი მმართველი ყოველთვის მოსაგებად უნდა თამაშობდეს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ძალზე შორსაა იმისგან როგორც უნდა ვცხოვრობდეთ ხოლო ვინც სწორად ცხოვრებას შეეცდება თავს საფრთხეში ჩაიგდებს, მისივე თქმით მმართველმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიცვას მოცემული პირობა თუ ეს მის ინტერესებში შედის, მისთვისაც ზნეობაზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დგას მისთვის ზნეობა და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროებია ხოლო სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები გარდაუვალი და ჩვეულებრივი მოვლენა.
     პოლიტიკური რეალიზმის საძირკველს ამყარებს ინგლისელი თომას ჰობსი,რომლისთვისაც სამყაროში სადაც არ არის ხელისუფალი ბუნებრივი მდგომარეობაა "ყველას ომი ყველას წინააღმდეგ" იქ სადაც არ არსებობს ხელისუფალი არ არსებობს კანონი, ხოლო იქ სადაც არ არსებობს კანონი არ შეიძლება რომ არსებობდეს სამართლიანონა, ჰობსი ამბობს რომ ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა ომისთვის მზადება და ომია, მშვიდობაც კი ომის მოლოდინი და მისთვის მზადებაა.
     საერთაშორისო სისტემის ანარქიული ბუნება  სწორედ ჰობსისეულ ომის მდგომარეობას ჰგავს სადაც ყველა სახელმწიფო ერთმანეთის მტერია  რადგან არ არის ზესახელმწიფოებრივი ხელისუფლება რომელიც დააწესებს და მეთვალყურეობას გაუწევს სახელმწიფოთა შორის ურთიერთქმედებას, საერთაშორისო ურთიერთობები ჰგავს კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის სადაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს გამორიცხავს. სახელმწიფოები მიისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ  და მოქმედებენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად. 
      რაც შეეხება ჰანს მორგენთაუს და რეალიზმის ექვს პრინციპს ესენია: 
  1. პოლიტიკა იმართება ობიექტური კანონებით რომელთა ფესვებიც ადამიანის ბუნებაშია, საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ პოლიტიკური ქმედებებისა და მათი უშუალო შედეგების შეფასების გზით, სახელწიფო მოღვაწემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეულ პირობებში და ეს გადაწყვეტილება უნდა  იყოს სპონტანური რომელიც შესაბამისი და გამომდინარე იქნება რეალური ვითარებიდან
  2. საერთაშორისო პოლიტიკაში გზის გაგნების  მთავარი საშუალება არის ეროვნული ინტერესების კონცეფცია, ეროვნული ინტერესები კი ძლიერების ძალაუფლების მიღწევაში მდგომარეობს ,სახელწიფო მოღვაწე ფიქრობს და მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
  3. ინტერესები გამოიხატება ძლიერებაში, ძალაუფლებაში რეალიზმი მიიჩნევს რომ სუვერენული სახელმწიფო და მისი ეროვნული ინტერესები ისტორიული პროცესის შედეგია თუ სუვერენული სახელწიფოების სამყარო აღარ იქნება ეროვნული ინტერესებიც აზრს დაკარგავს
  4. პოლიტიკურ ქმედებებს ზნეობრივი განზომილება და ზნეობრივი მნიშვნელობა აქვთ თუმცა ხშირად წინააღმდეგობა არსებობს ზნეობრივ მოთხოვნილებებს შორის და შედეგიან პოლიტიკურ ქმედებას შორის, საერთაშორისო უნივერსალური პრინციპები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სახელმწიფოთა ქმედებებთან მიმართბაში.
  5. არც ერთი ერისა და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად
  6.     პოლიტიკის სფერო არის ავტონომიური აქ მომხდარი მოვლენების შეფასება უნდა    მოხდეს არა საყოველთაო ზნეობრივი ნორმებისა და წესების მიხედვით არამედ პოლიტიკური შედეგიანობის მიხედვით, თუმც ეს არ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკოსი უზნეო უნდა იყოს, მაგრამ მისთვის უმაღლესი ზნეობა მისი ქვეყნის ინტერესებია.
   
 ამრიგად რეალიზმისთვის მთავარი მოქმედი პირია სახელმწიფო, ამ სახელწიფოს ძალაუფლება და მისი  ეროვნული ინტერესები, რეალისტები მთელ ყურადღებას სახელწიფოზე აკონცენტრირებენ, ისინი ამოდიან ადამიანის ბუნებიდან და მის ძირითად მახასიათებლად ძალაუფლებისაკენ სწრაფვას მიიჩნევენ  საერთაშორიო პოლიტიკა ხასიათდება სწრაფვით ძალაუფლებისაკენ რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალის გამოყენების მუქარა ან ძალის გამოყენება რადგან საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს ზესახელმწიფოებრვი ხელისუფლება, ასეთ დროს როცა სუფევს ანარქია საჭირო ხდება სახელმწიფომ თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ე.წ თვით-დახმარების პრინციპის გამოყენებით და გააძლიეროს და გაზარდოს სამხედრო შეიარაღება  და მათი ქმედითუნარიანობა.     

                        

No comments:

Post a Comment