Monday, April 2, 2012
სოციოლოგიის ზოგადი (მოკლე) განსაზღვრება
ზოგადი განსაზღვრებით, არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ სოციოლოგების მიზანია მაქსიმალურად გასაგები გახადონ ის, რაც არ იყო გასაგები და ცხადი თვით რეალობაში სოციოლოგია სოციალური მეცნიერებაა და მაიცავს განსხვავებულ აზრთა სპექტრს
შესასწავლი ობიექტის მიმართ. სოციოლოგთა ინტერესების ობიექტთა თაობაზე სამი
ძირითადი კონცეფცია იკვეთება. პირველის მიხედვით, შესწავლის საგანია
სოციალური სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ურთიერთობათა ფორმებს რომლებიც
დამოუკიდებელია კონკრეტული ინდივიდისაგან და მათ მიერ დაკავებული
პოზიციებისაგან საზოგადოებაში. მეორე კონცეფციის მიხედვით შესწავლის
საგანია ის, რასაც სოციოლოგიაში კოლექტიურ წარმოდგენას უწოდებენ. მესამე
კი, არის სოციალური ქმედება, ანუ ინდივიდთა და მათი ჯგუფების
ურთიერთქმედება. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე უკვე გამოჩნდა რეალური პროცესი
მიმართული იმისაკენ, რომ სოციოლოგია გამხდარიყო აკადემიური დისციპლინა. XIX
საუკუნის ბოლოს სოციოლოგია უკვე გამოიკვეთა როგორც ცალკეული დისციპლინა
აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს დისციპლინა მიმართული იყო
თანამედროვე საზოგადოების ისტორიული ტენდენციების და არსებული პრობლემების
გადაჭრის ხერხების აღმოჩენისაკენ.
Labels:
სოციოლოგია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment