ნაციონალიზმი
გამაერთიანებელი, აღმშენებლობის სოლიდარობის თვითგამორკვევის,პოლიტიკურ და ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ანტიკოლონიალიზმის, ძმობის ფაქტორია და ამავე დროს იგი კოლონიური ექსპანსიის იმპერიალიზმის აგრესიის ნგრევის ექსპლუატაციის ტოტალიტარიზმის ფაქტორიცაა, ნაციონალიზმი შედეგებში ვხედავთ პატრიოტიზმის დამოუკიდებლობის კულტურულ აღორძინების ეკონომიკური განვითარებას და ამავე დროს კარჩაკეტილობას პროვინციალიზმს კონფლიქტებს შოვინიზმს ფაშიზმს ბელადებს გათიშვას აგრესიას გენოციდს.
ტრადიცია
ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს რომელბმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით ჩვეულებრივი გაგებით ტრადიცია აღნიშნავს განგრძობითობას მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. ტრადიცია გამოკვეთილია პროგრესთან და რეაქციასთან შეპირისპირებისას კერძოდ თუ პროგრესი წინსვლას, წარსულზე დაშენებას ნიშნავს ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტრადიცია უპირველეს ყოვლისა წარსულის შენარჩუნებას ან განგრძობას ნიშნავს.
სოციოლოგიის თვალსაზრისით ტრადიციები სოციალური ან კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებია, რომელბიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სოციალურ ჯგუფში ხანგრძლივად შენარჩუნდება, ტრადიიც სახით გვევლინება გარკვეული საზოგადოებრივი დანაწესები, ნორმები, და ქცევის წესები,დამოკიდებულებები კონკრეტული მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი,ადათები და წეს-ჩვეულებები
თაობა
სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია ნომინალური ჯგუფი დემოგრაფიულად თაობა არის ასაკობრივი ჯგუფი დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა. თაობად მიჩნეულია დროის შუალედი დაახლოებით 30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თაობებს აშორებს შემდგომისაგან, ე.ი პერიოდი გარკვეულ ასაკობრივ ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის. გენეალოგიის თვალსაზრისით თაობებს აღნიშნავს საერთო წინაპრისგან წარმოშობილი კოჰორატს ხოლო სოციოლოგიის თვალსაზრისით თაობა ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს რომლებიც არა მარტო ერთსა და იმავე დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება ინტერესები შეხედულებები,აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება აქვთ.
კულტურა
კულტურა ლათინური ზმნიდან colo წარმოდგება და ნიშნავს (ნიადაგს) მოვლას,
დამუშავებას ზრუნვას, კულტურა ისაა რაც გადაეცემა ის არის სოციალური
მემკვიდრეობა ,კულტურა ისაა რასაც სწავლობენ, ის სოციალიზაციის პროცესში
შეძენილი საყოველთაოდ მიღებული ანუ საზოგადოებისთვის საერთო ნორმების და
ღირებულებების ერთობლიობაა და სისტემა. კულტურის შემადგენელი ელემენტებია: 1
ენობრივი ფენომენები 2 ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი და ფუნქციონალური
კავშირების გამომხატველი ურთიერთობები 3 ღირებულებები რომელბიც
დაკავშირებულია მიზნებთან რისი მიღწევისაკენაც საზოგადოება ისწრაფვის 4
წესები და ნორმები რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევას
No comments:
Post a Comment