Showing posts with label პოლიტიკური იდეოლოგიები. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკური იდეოლოგიები. Show all posts

Friday, April 6, 2012

ლიბერალიზმი

     ლიბერალ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ლიბერ, რომელიც თავისუფალ ადამიანთა კლასს აღნიშნავს რომლებიც არც მოპნები იყვნენ და არც ყმები, ეს სიტყვა ნიშნავს ასევე უხვს, სოციალურ მიმართებაში კი სიწრფელეს ან მიუკერძოებლობას გულისხმობდა, მას უკავშირებენ ასევე თავისუფლებისა და არჩევანის იდეებს, პოლიტიკური მნიშვნელობით ის პირველად მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში 1812 წელს ესპანეთში გამოიყენეს. ლიბერალური იდეების ევროპაში განვითარება ფეოდალიზმის რღვევისა და მის ადგილზე კაპიტალისტური საზოგადოების განვითარების შედეგია. ასევე ლიბერალები უპირისპირდებოდნენ მეფეთა ღვთიურ უფლებას, ანუ მონარქიას, აბსოლუტიზმის ნაცვლად ისინი კონსტიტუციური მოგვიანებით კი წარმომადგენლობითი მთავრობის იდეას ემხრობოდნენ, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ მიწათმფლობელთა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პრივილეგიებს და ფედერალურ სისტემას,რომელშიც სოციალურ მდგომარეობას დაბადების ფაქტორი განსაზღვრავდა,მხარს უჭერდნენ რელიგიაში სინდისის თავისუფლებისათვის მოძრაობას და არც ეკლესიის გაბატონებულ გავლენას იწონებდნენ.ისეთი იდეები როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, რელიგიური რწმენის თავისუფლება დასაკუთრების უფლება , ყველა ლიბერალიზმიდან მოდის.
     ლიბერალიზმი არის წყობა, იდეოლოგია რომელიც კი არ ცდილობს განსაზღვროს და დაადგინოს კონკრეტულად რა არის კარგი და მისაღები ადამიანებისთვის, არამედ ლიბერალიზმი ცდილობს დაამყაროს ისეთი პირობები როდესაც ადამიანები და ჯგუფები თვითონ განსაზღვრავენ რა არის კარგი მათთვის და შეძლებენ სწორედ ასეთი ცხოვრებით იცხოვრონ, ანუ თავად განაგონ საკუთარი სურვილები და შესაბამისად საკუთარი ცხოვრება. ამ გაგებით ეს არის მეტაიდეოლოგია ანუ წესთა ერთობლიობა, ლიბერალიზმი უდავოდ ღიაობას, კამათს და თვითგამორკვევას უჭერს მხარს, ეს არის მაღალი ზნეობრივი,მორალური ღირებულებებისა და შეხედულებებისადმი ერთგულების განსახიერება.
ლიბერალიზმის ძირითადი იდეები და ღირებულებებია:
  • ინდივიდი  (ინდივიდუალიზმი,  ადამიანის უზენაესობა)
  • თავისუფლება
  • გონება  (განმანათლებლობა და ადამიანური გონება)
  • სამართლიანობა
  • შემწყნარებლობა და პლურალიზმი  (მრავალფეროვნება)
  ინდივიდი
      განსხვავებით ფეოდალური წყობისგან სადაც არ ესმოდათ რომ ინდივიდს საკუთარი ინტერესები ან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა ჰქონდა და თვლიდნენ იმ სოციალური ჯგუფის ( ოჯახი, სოფელი, თემი .და ა.შ) წევრად, რომელსაც ეკუთვნოდნენ და შესაბამისად მათ ყოფას და იდენტობას ამ ჯგუფის ბუნება განსაზღვრავდა. ხვავებით სოციალიზმისგან ლიბერალიზმი უარყოფს კოლექტივიზმს და უპირატესობას ანიჭებს იდივიდს რომელსაც ექნება ფართო არჩევანი და სოციალური პერსპექტივა, დამოუკიდებელი აზროვნება და მოქმედების თავისუფლება.
      ფეოდალური აზროვნების ნგრევამ ახალი ინტელექტუალური კლიმატი მოიტანა და ტრადიციულ რელიგიური აზროვნება რაციონალურმა და მეცნიერულმა ხედვამ შეცვალა, ასე რომ ლიბერალური იდეების თანახმად ინდივიდი არის უზენაესი "ის თვითმიზანია და არა სხვათა მიზნების მიღწევის საშუალება" (იმანუელ კანტი), აქ ხაზი ესმევა ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, პირველი თითოეული ადამიანი, ინდივიდი უნიკალურია და მეორე ადამიანებს ერთი სტატუსი აქვთ იმ თვალსაზრისით რომ ყველანი უწინარეს ყოვლისა ინდივიდები არიან. ლიბერალური იდეები მიმართულია იმისაკენ რომ შექმნან ისეთი საზოგადოება რომელშიც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება სრულად და წარმატებით განავითაროს თავისი შესაძლებლობები.

თავისუფლება
     ინდივიდის უზენაესობის რწმენას ბუნებრივად მივყავართ ინდივიდის დამოუკიდებლობის აღიარებამდე; ლიბერალთათვის თავისუფლება ბუნებრივი უფლება იყო რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტად ადამიანური არსებობისათვის, მისი წყალობით ადამიანს შეეძლო ეცხოვრა საკუთარი სურვილისამებრ. მოგვიანებით ლიბერალებმა თავისუფლებაში დაიანხეს ერთადერთი პირობა რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევდა განევითრებინა ცოდნა და ნიჭი და სრულად განეხორციელებინა თავისი პოტენციალი, თუმცა აბსოლიტური თავისუფლება შეიძლება გადაიქცეს ნებართვად, სხვათა შეურაცყოფის უფლებად ამიტომ საჭიროა ინდივიდს ჰქონდეს თავისუფლება მხოლოდ მცირე შეზღუდვით თუმცა თავისუფლებაში განსხვავდება საკუთრი თვისადმი მიმართული ქმედება და სხვებისადმი მიმართული ქმედებების თვისუფლება (ჯ.ს მილი_ს მიხედვით ის არ ეთანხმება ინდივიდის რამენაირ შეძღუდვას, რომელიც მას საკუთარი თავის მიმართ მიყენებული ფიზიკური თუ მორალური ზიანისაგან დაიცავს) ასე რომ ინდივიდს აქვს სრული უფლება განკარგოს საკუთარი სხეული და სული მაგრამ უნდა ესმოდეს და პატივს სცემდეს სხვა ადამიანის ასეთსავე უფლებას იყოს თავისუფალი. ამ გაგებით ლიბერალები არ ემხრობიან ჩაფხუტის ან ღვედის ტარებას და ამართლებენ ნარკოტიკების მოხმარებას (კლასიკური ლიბერალები) ჯ.ს მილის აზრით თვისუფლება გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ გარეშე შეზღუდვებისგან თავისუფლებას ის გულისხმობს ადამიანის უანრს განავითაროს და ბოლომდე გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები

გონება
     ლიბერალურ იდეოლოგიაში თავისუფლების საკითხის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია გონებისადმი რწმენასთან, ლიბერალიზმი იყო და დღესაც არის განმანათლებლობის იდეა, რომლის მთავარი თემა იყო კაცთა მოდგმის დახსნა ცრუწმენებისა და უვიცობის მარწუხებიდან, სწორედ რაციონალიზმის დამსახურებით გაძლიერდა რწმენა ინდივიდისა და მისი თავისუფლების შესახებ, გამომდინარე იქიდან რომ ადამიანები რაციონალური მოაზროვნე არსებები არიან, აქვთ უნარი თავად განსაზღვრონ და განახორციელონ საკუთარი ინტერესები, ასევე რაციონალიზმის დამსახურებაა ლიბერალების რწმენა პროგრესისადმი, მათი რწმენით გონების ძალა ადამიანებს მათი სიცოცხლის განკარგვისა და საკუთარი ბედ-იღბლის განსაზღვრის უნარს სძენს, ცოდნის მიღებითა და ცრუწმენებისგან განთავისუფლებით ადამიანებს საკუთარი თავის გაუმჯობესება შეუძლიათ, ხოლო განათლება განსაკუთრებით თანამედროვე ლიბერალთა აზრით თავისთავად უკვე სიკეთეა, ის პიროვნული თვითგანვითარებისა და უფრო ზოგადად ისტორიული და სოციალური პროგრესის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა.საჯაროდ აზრთა გაცვლა-გამოცვლის და კამათის მნიშვნელობის გამოკვეთში გონების დიდი უპირატესობა ისაა რომ ის გვთავაზობს საფუძველს რომელზე დაყრდნობითაც ურთიერთპრეტენზიები და მოთხოვნები შეიძლება შეფასდეს, მეტიც ის მიგვითითებს შედეგზე რომელიც კონფლიქტთა არამშვიდობიან გადაწყვეტას მოსდევს, ესაა ძალადობა, სისხლისღვრა ,სიკვდილი. ლიბერალთა აზრით ომი უკიდურესი არჩევნი უნდა იყოს, ძალადობა არამხოლოდ გონების მარცხს ნისნავს ის აღვივებს წყურვილს, ლტოლვას ძალაუფლებისაკენ ძალაუფლებისავე გულისთვის. ლიბერალები ძალის გამოყენებას უშვეებენ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან მჩაგვრელთა საპასუხოდ ყველა იმ შემთხვევაში როცა გობე და არგუმენტაცია უშედეგო და უნაყოფო აღმოცნდება.

სამართლიანობა 
     სამართლიანობა მოარლური განსჯის განსაკუთრებული სახეა,რომელიც თითოეულ ადამიანს უსაზღვრავს რა არის მისთვის ჯეროვანი, სოციალური სამართლიანობა ასახავს საზოგადოებაში მატერიალური გასამრჯელოთა და დახმარებათა განაწილებას, როგორებიცაა ხელფასი, საბინაო საკითხი, ჯანდაცვა, სოციალური დახმარებები და სხვა, სამართლიანობის ლიბერალური თეორია ემყარება სხვადასხვაგვარი თანასწორობის რწმენას პირველ რიგში ესაა ადამიანების თანასწორუფლებიანობა იმ გაგებით რომ ზნეობრივად თიტოეული ღირებულია თანაბრად და მეორე ფუძემდებლურად თანასწორობა ფორმალურ თანასწორობას გულისხმობს ანუ რწმენას რომ ინდივიდებს საზოგადოებაში ერთ ფორმალური სტატუსი უნდა ჰქონდეთ, შესაბამისად ლიბერალები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის სოციალურ პრივილეგიას თუ უპირატესობას რომლითაც სარგებლობენ ერთნი მეორეთ კი ამის უფლებას უზღუდავს ისეთი ფაქტორები როგორებიცაა სქესი,რასა, კანის ფერი მრწამსი, რელიგია,ან სოდიალური წარმომავლობა, უფლებები ცალკეულ კლასზე თუ პიროვნებაზე არ უნდა ვრცელდებოდეს მაგ: მამაკაცებზე, თეთრკანიანებზე, ქრისტიანებზე მდიდრებზე და ა.შ.
      თანასწორობაში ლიბერალები ასევე გულისხმობენ თანაბარ შესაძლებლობას ანუ ყველა საზოგადოებაში ადამიანს აღზევების და დაცემის ერთნაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ლიბერალთა აზრით ღირსება უნარი და მუშაობის სურვილი უნდა ფასდებოდეს- დაფასება მათი აზრით მართლაც უმნიშვნელოვანესია რადგან ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას და თანდაყოლილი ნიჭის განვითარებას წახალისება შწირდება. მათ თანასწორობა ასე ესმი: განსხვავებული უნარისა და ნიწის განვითარებისთვის ინდივიდებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ამას კი მერიტოკრატიის (ნიჭის უზენაესობის) რწმენამდე მივყავართ, რომელშიც საზოგადოება და ადამიანები არა სოციალური სტატუსის,სქესის , კანის ფერის ან რელიგიის მიხედვით ფასდებიან არამედ მათი ნიჭისა და მუშაობის სურვილის მიხედვით, ასეთი საზოგადოება კი სოციალურად სამართლიანია.

შემწყნარებლობა და პლურალიზმი
     ლიბერალურ სოციალურ მორალს განსაკუთრებით ახასიათებს მზაობა აღიაროს მორალური, კულტურული და პოლიტიკური მრავალფეროვნება, მართლაც პლურალიზმი ანუ ნაირგვარობა შეიძლება ითქვას ჩაფესვებულია ინდივიდუალიზმის პრინციპში რაც შეეხება შემწყნარებლობას ეს ნიშნავს მოითმინო, აიტანო რომ სხვამ შენგან განსხვავებულად იფიქროს ილაპარაკოს და იმოქმედოს, შემწყნარებლობა უნდა ვრცელდებოდეს ყველაფერზე რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც პირადი რელიგიის მსგავსად, პირადულია ზნეობრივი საკითხები,რომლებზეც მხოლოდ მოცემული ინდივიდი უნდა აგებდეს პასუხს, ამგვარად ტოლერანტობა ნეგატიური თავისუფლების გარანტი არის. შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნებისადმი ლიბერალთა კეთილდღეობა ასევე უკავშირდება გაწონასწორებული საზოგადოების რწმენას, საზოგადოებისა რომელიც ძირეულ კონფლიქტს შუაზე არ გაუხლეჩია, მიუხედავად იმიას რომ ინდივიდებს და სოციალურ ჯგუფებს სრულად განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ, ლიბერალებს სწამთ რომ ამ დაპირისპირებულ ინტერესებს შორის უფრო ღრმა ჰარმონიაა თუ წონასწორობა არსებობს.









Thursday, April 5, 2012

ფაშიზმი

ტერმინი ფაშიზმი იტალიური სიტყვიდან ფაშეს მომდინარეობს და ნიშნავს "წნელის შეკვრას"
რომლიდანაც გამოშვერილია ნაჯახი, ამ ტერმინმა იდეოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა პირველი
მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ტუ ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი მეცხრამეტე
საუკუნის იდეოლოგიებია ფაშიზმი მეოცე საუკუნის პირმშოა შეიძლება ითქვას ორ მსოფლიო ომს
შორის პერიოდისა. ფასიზმი არ უნდა გავაიგივოთ უბრალო რეპრესიებთან, ის არის ჯანყი
თანამედროვეობის,განმანათლებლობის იდეების,ღირებულებების და მათ მიერ
წარმოქმნილი პოლიტიკური შეხედულებების წინააღმდეგ,მიუხედავად იმისა რომ ფაშიზმის
უმთავრესი იდეებისა და დოქტრინების საფუძველი შეიძლება მე-19 საუკუნეში ვიპოვოთ
ამ იდეებს ბიძგი მისცა პირველ მსოფლიო ომმა და მისმა შედეგებმა, ამასთან დემოკრატიის
კრახმა ევროპის უმეტეს ნაწილში სადაც ის ჩანაცვლებულ იქნა ავტორიტარული ან ფაშისტური რეჟიმებით
გამომდინარე იქიდან რომ დემოკრატიული მტავრობები სუსტი და არასტაბილური აღმოჩნდა
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პირისპირ მეტად მიმზიდველი გახდა პიროვნულად
ძლიერი ლიდერის გამოჩენა, და კიდევ ერთი პირველმა მსოფლიო ომმა დატოვა იმედგაცრუებული
ნაციონალიზმისა და შურისძიების მწარე მემკვიდრეობა, იმედგაცრუება განსაკუთრებით იგრძნობოდა
დამარცხებულ გერმანიაში, იტალიაში და იაპონიაში.
ფაშისტები არ არიან მოწოდებული იდეებისა და თეორიებისთვის, არამედ ისინი იყენებდნენ
ამ დოქტრინებს პოლიტიკური აქტივობისათვის ისინი ყურადღებას ამახვილებენ ქმედებაზე და
არა იდეებზე სულზე და არა ინტელექტზე.როგორც უკვე ითქვა ფაშიზმი
იკვებებოდა მე-19 საუკუნის იდეებით და თეორიებით, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი თეორია იყო
ანტირაციონალიზმი, ამ თეორიამ ფაშიზმს განმანათლებლობის მოწინააღმდეგე აზროვნების ყველაზე
რადიკალური და უკიდურესი ფორმები შესძინა,მიანიჭა ანტიინტელექტუალური ხასიათი, აბსტრაქტული
აზროვნების მიმართ ზიზღი, ფაშიზმი აქცენტირებული იყო სულზე ემოციებსა და ინსტიქტებზე
ჰიტლერი და მუსოლინი ფაქტობრივად პროპაგანდისტები იყვნენ რადგან მათ იდეები და თეორიები იმის
გამო აინტერესებდათ რომ მათ შესწევდათ ძალა მასებზე გავლენა მოეხდინათ, გამოეწვიათ ემოციური
რეაქცია და მასები აღეძრათ სამოქმედოდ.
ფაშიზმზე გავლენა იქონია ასევე სოციალურ-დარვინიზზმა, დარვინის ევოლუციის თეორია
რომელიც სპენსერმა საზოგადოებას მოარგო, ამ თეორიის მიხედვით ბრძოლა ცხოვრების ბუნებრივი და
გარდაუვალ პირობად მიიჩნევენ, მხოლოდ კონკურენცია და კონფლიქტი იძლევა პროგრესის გარანტს და
უზრუნველყოფს ძლიერებისა და მოხერხებულების კეთილდღეობას, ხოლო სუსტები უნდა დამარცხდნენ.
ჰიტლერი ომს მთელი არსებობის უცვლელ კანონს უწოდებს ფაშიზმი კი ომს თავისთავად სიკეთედ
მიიჩნევს, ფაშისტებისთვის სისუსტე ზიზღს იწვევს ისინი უნდა შეეწირონ საერთო კეთილდღეობას
სისუსტე და ნაკლი არ უნდა ავიტანოთ სუსტები უნდა განადგურდნენ ქადაგებს ფაშიზმი,ასე რომ
განადგურება პოზიტიურად აღიქმება. ფაშიზმი უარყოფს თანასწორობას, ის არის ელიტისტური და
პატრიარქალური მისი იდეები ეყრდნობა რწმენას რომ აბსოლიტური ლიდერობა ბუნებრივი და სასურველია
მათ სჯერათ რომ საზოგადოება შედგება სამი ტიპის ადამიანებისგან პირველი ყოვლისმომცველი
ლიდერი რომლის ძალაუფლება უზენაესია, მეორე ეს არის მეომარები რომლებიც არიან ერთგულნი და
თავგანწირულნი სამშობლოსათვის, და მესამე მასები რომლებიც სუსტები ინერტულები და უცოდინარები
არიან და რომელთა ბედიც უპირობო მორჩილებაა.ლიდერობის მიმართ დიდი ზეგავლენა მოახდინა ნიცშეს
იდეამ ზეკაცი შესახებ, ნიცშეს ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია "ესე იტყოდა ზარატუსტრა"-ში
სადაც ფილოსოფოსი აკრიტიკებს თავის ეპოქას, თავის თანამედროვეობას იმ სასტიკ გარყვნილ, ბოროტებით,
შურით,ძალადობით თვალთმაქცობით,მზაკვრობით სავსე დროს როცა ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი პირველი
ნიშანი- ადამიანობა მათ დაივიწყეს ყოველივე მათ შორის უმთავრესი დაივიწყეს "ღმერთი", უფრო მეტიც
ადამიანებმა ღმერთი მოკლეს ის მათდამი სიბრალულმა მოკლა ამბობს ნიცშე სწორედ ასეთ დროს ნიცშე
ცდილობს მოძებნოს გამოსავალი არსებობისათვის იმ სამყაროში სადაც არ არ ის ღმერთი სწორედ ასეთ დროს
შემოაქვს ცნება "ზეკაცი" ესაა ადამიანი ოღონდ არა ის ადამიანი რომელიც აქამდე არსებობდა ესაა ნიჭიერებით
პატიოსნებით, ყოველგვარი სიკეთით და ქველობით დაჯილდობული არსება რომელიც უნდა წაუძღვეს ადამიანებს
მომავალი ცხოვრებისაკენ,ამრიგად პრინციპი რომ ყოველგვარი ძალაუფლება ლიდერისგან მომდინარეობს ფაშისტური
სახელწიფოს ძირითად პრინციპად იქცა.
ფაშიზმი ასევე ეყრდნობა შოვინისტური და ექსპანსიური ნაციონალიზმის უკიდურეს ფორმას,
ეს თეორიები ერებს არათანასწორ და დამოკიდებულ ერთობებად მიიჩნევს,არამედ კონკურენტებად დომინანტობისთვის
ბრძოლაში, ფასისტური ნაციონალიზმი ქადაგებდა ერთი ერის უპირატესობას სხვა ერებზე ეს ასახული იყო არაინიზმის
იდეით, რწმენით რომ გერმანელი ხალხი მმართველ რასას წარმოადგენს, ფაშიზმი ცდილობს არა უბრალოდ
ხელი შეუწყოს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს, ის ცდილობს ნაციონალური იდენტურობის გამძაფრებული
და მილიტარისტული გრძნობის დამკვიდრებას, მართლაც მისი მიმზიდველობა ეროვნული სიდიადის მიღწევის
დაპირებით იყო გამოწვეული.
კიდევ ერთი მთავარი იდეა რაც ფაშიზმში იყო ეს არის ებრაელების დევნა იგივე ანტისემიტიზმი ჰიტლერმა
ხელისუფლების გამყარებისთანავე დაიწყო ებრაელების განდევნა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა
სფეროებიდან,ის იყო შეპყრობილი იმ იდეით რომ ებრაელბის არსებობა ხელს უშლიდა გერმანელი ერის არსებობას ისტორია
იყო ებრაელების და გერმანელების კონფლიქტი ან გერმანია გაიმარჯვებდა ან დამარცხდებოდა მათ შორის კონფრონტაცია
შეუძლებელი იყო, ჰიტლერი გერმანიის ყველა უბედურებას ებრაელებს აბრალებდა ისინი იყვენენ დამნაშავენი პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ მათ სამარცხვინო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაში და გერმანელების დამცირებაში , ისინი იყვენენ ეკონომიკური
კრიზისების შიმშილის გაჭირვების და ყველა უბედურების სათავეები ჰიტლერს თითქმის ყველგან ისინი ელანდებოდა
ასე რომ ისინი უნდა განადგურებულიყვნენ, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ჰოლოკოსტი რის შედეგადაც დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი
ამოხოცა გაზის ბანაკებში

ამრიგად ფაშიზმში ესაა მკაცრი რადიკალური მებრძოლი იდეოლოგია დაფუძნებული ლიდერობაზე
ესაა უსაზღვრო დიქტატურა სადაც გამოიყოფა შემდეგი მთავარი დებულებები:

სახელმწიოფოს თაყვანისცემა
შოვინისტური ნაციონალიზმი
ვოლუნტარიზმი
ერის სიდიადე
ორგანული ერთობა
პრაგმატული ანტისემიტიზმი
კოლონიური ექსპანსია