Showing posts with label საერთაშორისო ურთიერთობები. Show all posts
Showing posts with label საერთაშორისო ურთიერთობები. Show all posts

Saturday, September 22, 2012

ძალა და ურთიერთდამოკიდებულება ინფორმაციულ ხანაში

ძალა და ურთიერთდამოკიდებულება ინფორმაციულ ხანაში  ( Robert Keohane and Josef Nye)


სახელმწიფოს მოქნილობა 
     მთელი მეოცე საუკუნი განმავლობაში  მოდერნისტები აცხადებდნენ რომ ტექნოლოგია შეცვლიდა მსოფლიო პოლიტიკას. 1910 წელს ნორმან ანგელმა განაცხადა რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებამ მიანიჭა ომებს ირაციონალურობა და ელოდება იმ დღეს როდესაც ისინი გახდება მოძველებული. მოდერნისტებმა  1970 იანებში  ტელეკომუნიკაციები და თვითმფირანვებით მოგზაურობაში დაინახეს  როგორც ახალი გლობალური სოფლის შექმნა და დაიჯერეს რომ ტერიტორიული სახელმწიფო, რომელიც დომინირებდა მსოფლიო პოლიტიკაში  ფეოდალური ხანიდან დაკნინდებოდა, არასახელმწიფოებრივი აქტორების ჩანაცველებით, როგორიც არის  მულტიეროვნული კორპორაციები, ტრანსნაციონალური სოციალური მოძრაობა, და საერთაშორისო ორგანიზაციები. სხვადასხვა ექსპერტები  ამტკიცებენ რომ ინფორმაციული რევოლუცია ასრუელბს იერარქიულ ბიუროკრატიას და უძღვება ახალ ელექტრონულ ფეოდალიზმს.
     წინა თაობის მოდერნისტები ნაწილობრივ მართლები იყვნენ. ანგელსის გაგება იმის თაობაზე რომ ომი ბიძგს მისცემდა ურთიერთდამოკიდებულებას იყო შორსმჭრეტველური: პირველი მსოფლიო ომი იყო უპრეცედენტო არა მარტო ბრძოლის ველზე  ნგრევის თვალსაზრისით, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ სისტემაზეც, რომელიც აყვავდა შედარებით მშვიდობიან პერიოდში 1815 წლიდან. როგორც მოდერნისტებმა იწინასწარმეტყველეს 1970 იანებში მრავალერვნული კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO)  და გლობალური ფინანსური ბაზარი გახდა განუზომლად დიდი მნიშვნელობის, მაგრამ სახელმწიფო იყო უფრო მოქნილი ვიდრე ეს მოდერნისტები ვარაუდობდნენ, სახელმწიფოები აგრძლებენ  ხელმძღვანელობას მსოფლიო ხალხების თავისუფალ უმრავლესობაზე  და კონტროლდება მატერიალური რესურსი უმეტეს მდიდარ სახელმწიფოში.
     1910 და 1970 იანებში მოდერნისტები მართლები იყვნენ მიმართულების  შეცვლის საკითხში თუმცა მარტივები მის შედეგებთან დაკავშირებით, მსგავსად ინფორმაციული რევოლუციის ექსპერტებისა ისინი ტექნოლოგიას პირდაპირ უკავშირებენ პოლიტიკურ შედეგებს თუმცა მხედველობასი არ იღებენ რწმების უწყვეტობას, ინსტიტუტების გამძლეობას და ლიდერისათვის ხელსაყრელი  სტრატეგიის არჩევას. ისინი შეცდნენ იმის ანალიზში რომ ძალაუფლების მპყრობელს  თუ როგორ შეეძლო ფორმა მიეცა ან დაემახინჯებინა ურთიერთდამოკიდებულების ნიმუშები რომელიც კვეთს ეროვნულ საზღვრებს.
     20 წლის წინ ჩვენ წიგნში "ძალა და ურთიერთდამოკიდებულება"  გავაანალიზეთ პოლიტიკა ისეთი ტრანსნაციონალური  საკითხებით როგორიცაა მონეტარული ურთიერთობა, ოკეანის მეთვალყურეობა, ვწერდით რომ მოდერნისტების ხედვა სწორედ ფუნდამენტურ ცვლილებებზე რომ  ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ისინი ხშირად გვარწმუნებდნენ  არასაკმარისი ანალიზით, რომ ტექნოლოგიური მიღწევა,  სოციალური და ეკონომიკური ტრანზაქციები გაზრდა წაუძღვებოდა  ახალი მსოფლიოსაკენ სადაც სახელწიფოები და მათი ძალაზე კონტროლი არ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ტრადიციონალისტები არიან მოხრეები მოდერნისტული ხედვისა, მიანიშნებენ იმაზე თუ  როგორ გრძელდება სამხედრო  ურთიერთდამოკიდებულება,მაგრამ უჭირთ სწორად ახსნან დღჶვანდელი მრავალგანზომილებიანი  ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ურთიერთდამოკიდებულება. ეს არის ისევ მართალი ინფორაციული ხანისათვის, რომელშიც კიბერსივრცე არის თვითონ ადგილი ყველგან და არსად.
     ახალი კიბერსივრცის ექსპერტები მსგავსად მოდერნისტებისა ხშირად ეპარებათ ის რომ ახალი სამყარო რამდენად ნაწილობრივ ფარავს,  და ეყრდნობიან ტრადიციულ მსოფლიოს რომელშიც ძალაუფლება დამოკიდებულია გეოგრაფიულად დაფუძნებულ ინსტიტუტებზე.  1998-ში 100 მილიონი ადამიანი იყენებდა ინტერნეტს, მაშინაც კი როცა ამ რიცხვმა მიაღწია მილიარდს 2005-ში  როგორც ზოგმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა ხალხის დიდი ნაწილი  არ არის ინტერნეტის მომხმარებელი მეტიც გლობალიზაცია არის შორს სამყაროსგან. მსოფლიო მოსახლეობის  სამი მეოთხედს არ აქვს  საკუთარი ტელეფონი,  უფრო ნაკლებს  მოდემი და კოპმპიუტერი, ამრიგად კანონები საჭირო იქნება  რომ ვუხელმძღვანელოთ კიბერსივრცეს, არამხოლოდ სამართლიანი მომხმარებლების კრიმინალებისგან დასაცავად, არამედ ინტელექტუალური ქონების უფლებების დაზღვევისათვის. კანონები ითხოვს მმართველს,როგორც საჯარო მმართველობის ფორმებში ისე კერძო ან საზოგადოებრის მართვისას, პოლიტიკის კლასიკური საკითხია ვინ უნდა მართოს და როგორი პირობებით ეს ცნება ასევე შეესაბამება კიბერსივრცეს როგორც რეალურ სამყაროს. 

Monday, June 4, 2012

ლიბერალიზმი (პლურალიზმი)

    ლიბერალები ფოკუსირებას  აკეთებენ ადამიანის დადებით მხარეებზე, თუმცა არ უარყოფენ ათ ავ თვისებებსაც, თუმცა ადამიანები არიან რაციონალურები, რაც ლიბერალიზმის გაგებით იმაში გამოიხატება რომ ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები და მათ მისაღწევად ისინი ითანამშრომლებენ იმიტომ რომ თანამშრომლობას მოაქვს სარგებელი ყველასათვის.
    კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი ისაა რომ ადამიანური გონიერება დაძლევს შიშს და მით გამოწვეულ ლტოლვას ძალისა და ძლიერებისადმი, ამ პროცესს კი კაცობრიობის პროგრესად აღიქვავენ.
    განსხვავება ლიბერალიზმსა და რეალიზმს შორის ისაა რომ სახელმწიფოს რეალიზმი განიხილავს როგორც ძალისა და ძლიერების კონცენტრაციას, ხოლო ლიბერალები როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს, რომელიც აწესებს და მეთვალყურეობს კანონის უზენაესობას,ასეთი სახელმწიფოები კი პატივს სცემენ ერთმანეთს და ემორჩიელებიან საერთაშორისო სამართალს რომელიც ურთიერთგაგების პრინციპს ემყარება. ლიბერალური თეორია იყოფა რამდენიმე მიმდინარეობად:
  • დემოკრატიული მშვიდობის თეორია
  • საერთაშორისო უსაფრთხოების თეორია
  • სოციოლოგიური ლიბერალიზმი
  • ურთიერთდამოკიდებულების თეორია
  • ინსტიტუციური ლიბერალიზმი 
    სოციოლოგიური ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი ის არის რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, არამედ ის მოიცავს ტრანსნაციონალურ ანუ ადამიანებს,ჯგუფებს, ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ეკუთვნიან, ეს არის ურთიერთგადამფარავი, ურთიერთობები ხალხებს შორის რომელიც არის უფრო თანამშრომლური ვიდრე სახელმწიფოებს შორის.
    ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს რომ მთავრობები და ხალხები განიცდიან სხვა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების ზეგავლენას  " პეპლის აფრენა ერთ ქვეყანაში იწვევს ქარიშხალს მეორე ქვეყანაში"  ანუ ცვლილებები ერთ ქვეყანაში ამა თუ იმ დონეზე იქნება ეს ეკონომიკის, სამხეხდრო თუ პოლიტიკური სფერო ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ჯოზეფ ნაისა და რობერტ კიოჰანის  " ძალა და ურთიერთდამოკიდებულება" და "ძალა და ურთიერთდამოკიდებულება ინფორმაციულ საუკუნეში"  ბოლო სტატიაში სიახლე ის არის რომ მათ ყურადღება მიაპყრეს საერთაშორისო ურთიერთობებში ინფორმაციის მნიშვნელობას და თქვეს რომ ახალ საუკუნეში საინფორმაციო ტექნოლოგია შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. საინფორმაციო რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოეათაშორისი კონტაქტები თუმცა სამხედრო ძალა და უსაფრთხოება კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში.
    ინსტიტუციური ლიბერალები ამბობენ რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს შესწევთ ძალა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და უფრო სათუთი გახადონ ის თუმცა შორს არიან იმ აზრისგან რომ მათ შეუძლიათ გარდაქმნან საერთაშორისო ურთიერთობები ან ჩაანაცვლონ ანარქია სხვა ტიპის წესრიგით, ისინი იზიარებენ რეალიზმის ძირითად პოსტულატებს თუმცა ისინი უფრო ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს რადგან ინსტიტუტებს და რეჟიმები ხელს უწყობენ თანამშრომლობას. ინსტიტუციონალიზაცია ანუ ინსტიტუტების ხელის შეწყობის ხარისხი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისათვის, იყოფა ორ განზომილებად: სიღრმისეულად და ფოკუსის მიხედით, ფოკუსი შეეხება იმ საკითხებს რომლებსაც ინსტიტუტები ეხება სიღრმე იზომება სამი კომპონენტის მეშვეობით: ერთგვაროვნება,  კონკრეტულობა და ავტონომიურობა, ასევე იყოფა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებად.



Sunday, April 1, 2012

კლასიკური რეალიზმი


     პოლიტიკური რეალიზმი რთული და კომპლექსური თეორიაა საერთაშორისო ურთიერთობებში  მიუხედავად იმისა რომ  მისი ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა ჰანს მორგენთაუმ,  რეალიზმს ფესვები საკმაოდ შორს აქვს გადგმული, რეალიზმის წინამორბედები იყვნენ ცნობილი პოლიტიკის ფილოსოფოსები ისტორიკოსები და სოციოლიგიის თვალსაჩინო წარმომადგენლები: თუკიდიდე, ნიკოლო მაკიაველითომას ჰობსი, ედუარდ ქარი, ჰანს მორგენთაუ და სხვები. სწორედ მათი ნაშრომების შედეგად ჩამოყალიბდა  საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური ხედვა.
     თუკიდიდე თავის ნაშრომში ისტორია აღწერს ჩვენ წელთაღრიცხვამდე 416 წელს ათენისა და სპარტის ნეიტრალური კოლონიის მილოსის დაპირისპირებას ათენელები ფიქრობდნენ რომ მილოსის დაპყრობით ისინი თავიანთ უსაფრთხოებას მოიპოვებდნენ, თავის მხრივ მილოსელები უფრო მშვიდობიან პოლიტიკას ეწეოდნენ და ათენელებს ეუბნებოდნენ რომ ამ ორ ერთეულს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა მათთვის ვიდერ ომი და დაპირისპირება. მიუხედავად მილოსელების მცდელობისა ათენელებმა მაინც დაიპყრეს ისინი, ამ ნაშრომში კარგად არის ნაჩვენები რომ სახელმწიფოები იღწვიან ძალაუფლებისაკენ და ზნეობაზე მაღლა ეროვნულ ინტერესებს აყენებენ
     რეალიზმის ერთ ერთი წინამორბედად ითვლება იტალიური რენესანსის თვალსაჩინო   წარმომადგენელი, პოლიტიკური მოაზროვნე ნიკოლო მაკიაველი თავის ნაშრომში მთავარი ის ამბობს რომ ჭკვიანი მმართველი ყოველთვის მოსაგებად უნდა თამაშობდეს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ძალზე შორსაა იმისგან როგორც უნდა ვცხოვრობდეთ ხოლო ვინც სწორად ცხოვრებას შეეცდება თავს საფრთხეში ჩაიგდებს, მისივე თქმით მმართველმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიცვას მოცემული პირობა თუ ეს მის ინტერესებში შედის, მისთვისაც ზნეობაზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დგას მისთვის ზნეობა და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროებია ხოლო სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები გარდაუვალი და ჩვეულებრივი მოვლენა.
     პოლიტიკური რეალიზმის საძირკველს ამყარებს ინგლისელი თომას ჰობსი,რომლისთვისაც სამყაროში სადაც არ არის ხელისუფალი ბუნებრივი მდგომარეობაა "ყველას ომი ყველას წინააღმდეგ" იქ სადაც არ არსებობს ხელისუფალი არ არსებობს კანონი, ხოლო იქ სადაც არ არსებობს კანონი არ შეიძლება რომ არსებობდეს სამართლიანონა, ჰობსი ამბობს რომ ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა ომისთვის მზადება და ომია, მშვიდობაც კი ომის მოლოდინი და მისთვის მზადებაა.
     საერთაშორისო სისტემის ანარქიული ბუნება  სწორედ ჰობსისეულ ომის მდგომარეობას ჰგავს სადაც ყველა სახელმწიფო ერთმანეთის მტერია  რადგან არ არის ზესახელმწიფოებრივი ხელისუფლება რომელიც დააწესებს და მეთვალყურეობას გაუწევს სახელმწიფოთა შორის ურთიერთქმედებას, საერთაშორისო ურთიერთობები ჰგავს კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის სადაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს გამორიცხავს. სახელმწიფოები მიისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ  და მოქმედებენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად. 
      რაც შეეხება ჰანს მორგენთაუს და რეალიზმის ექვს პრინციპს ესენია: 
  1. პოლიტიკა იმართება ობიექტური კანონებით რომელთა ფესვებიც ადამიანის ბუნებაშია, საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ პოლიტიკური ქმედებებისა და მათი უშუალო შედეგების შეფასების გზით, სახელწიფო მოღვაწემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეულ პირობებში და ეს გადაწყვეტილება უნდა  იყოს სპონტანური რომელიც შესაბამისი და გამომდინარე იქნება რეალური ვითარებიდან
  2. საერთაშორისო პოლიტიკაში გზის გაგნების  მთავარი საშუალება არის ეროვნული ინტერესების კონცეფცია, ეროვნული ინტერესები კი ძლიერების ძალაუფლების მიღწევაში მდგომარეობს ,სახელწიფო მოღვაწე ფიქრობს და მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
  3. ინტერესები გამოიხატება ძლიერებაში, ძალაუფლებაში რეალიზმი მიიჩნევს რომ სუვერენული სახელმწიფო და მისი ეროვნული ინტერესები ისტორიული პროცესის შედეგია თუ სუვერენული სახელწიფოების სამყარო აღარ იქნება ეროვნული ინტერესებიც აზრს დაკარგავს
  4. პოლიტიკურ ქმედებებს ზნეობრივი განზომილება და ზნეობრივი მნიშვნელობა აქვთ თუმცა ხშირად წინააღმდეგობა არსებობს ზნეობრივ მოთხოვნილებებს შორის და შედეგიან პოლიტიკურ ქმედებას შორის, საერთაშორისო უნივერსალური პრინციპები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სახელმწიფოთა ქმედებებთან მიმართბაში.
  5. არც ერთი ერისა და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად
  6.     პოლიტიკის სფერო არის ავტონომიური აქ მომხდარი მოვლენების შეფასება უნდა    მოხდეს არა საყოველთაო ზნეობრივი ნორმებისა და წესების მიხედვით არამედ პოლიტიკური შედეგიანობის მიხედვით, თუმც ეს არ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკოსი უზნეო უნდა იყოს, მაგრამ მისთვის უმაღლესი ზნეობა მისი ქვეყნის ინტერესებია.
   
 ამრიგად რეალიზმისთვის მთავარი მოქმედი პირია სახელმწიფო, ამ სახელწიფოს ძალაუფლება და მისი  ეროვნული ინტერესები, რეალისტები მთელ ყურადღებას სახელწიფოზე აკონცენტრირებენ, ისინი ამოდიან ადამიანის ბუნებიდან და მის ძირითად მახასიათებლად ძალაუფლებისაკენ სწრაფვას მიიჩნევენ  საერთაშორიო პოლიტიკა ხასიათდება სწრაფვით ძალაუფლებისაკენ რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალის გამოყენების მუქარა ან ძალის გამოყენება რადგან საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს ზესახელმწიფოებრვი ხელისუფლება, ასეთ დროს როცა სუფევს ანარქია საჭირო ხდება სახელმწიფომ თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ე.წ თვით-დახმარების პრინციპის გამოყენებით და გააძლიეროს და გაზარდოს სამხედრო შეიარაღება  და მათი ქმედითუნარიანობა.