კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი ისაა რომ ადამიანური გონიერება დაძლევს შიშს და მით გამოწვეულ ლტოლვას ძალისა და ძლიერებისადმი, ამ პროცესს კი კაცობრიობის პროგრესად აღიქვავენ.
განსხვავება ლიბერალიზმსა და რეალიზმს შორის ისაა რომ სახელმწიფოს რეალიზმი განიხილავს როგორც ძალისა და ძლიერების კონცენტრაციას, ხოლო ლიბერალები როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს, რომელიც აწესებს და მეთვალყურეობს კანონის უზენაესობას,ასეთი სახელმწიფოები კი პატივს სცემენ ერთმანეთს და ემორჩიელებიან საერთაშორისო სამართალს რომელიც ურთიერთგაგების პრინციპს ემყარება. ლიბერალური თეორია იყოფა რამდენიმე მიმდინარეობად:
- დემოკრატიული მშვიდობის თეორია
- საერთაშორისო უსაფრთხოების თეორია
- სოციოლოგიური ლიბერალიზმი
- ურთიერთდამოკიდებულების თეორია
- ინსტიტუციური ლიბერალიზმი
ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს რომ მთავრობები და ხალხები განიცდიან სხვა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების ზეგავლენას " პეპლის აფრენა ერთ ქვეყანაში იწვევს ქარიშხალს მეორე ქვეყანაში" ანუ ცვლილებები ერთ ქვეყანაში ამა თუ იმ დონეზე იქნება ეს ეკონომიკის, სამხეხდრო თუ პოლიტიკური სფერო ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ჯოზეფ ნაისა და რობერტ კიოჰანის " ძალა და ურთიერთდამოკიდებულება" და "ძალა და ურთიერთდამოკიდებულება ინფორმაციულ საუკუნეში" ბოლო სტატიაში სიახლე ის არის რომ მათ ყურადღება მიაპყრეს საერთაშორისო ურთიერთობებში ინფორმაციის მნიშვნელობას და თქვეს რომ ახალ საუკუნეში საინფორმაციო ტექნოლოგია შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. საინფორმაციო რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოეათაშორისი კონტაქტები თუმცა სამხედრო ძალა და უსაფრთხოება კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში.
ინსტიტუციური ლიბერალები ამბობენ რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს შესწევთ ძალა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და უფრო სათუთი გახადონ ის თუმცა შორს არიან იმ აზრისგან რომ მათ შეუძლიათ გარდაქმნან საერთაშორისო ურთიერთობები ან ჩაანაცვლონ ანარქია სხვა ტიპის წესრიგით, ისინი იზიარებენ რეალიზმის ძირითად პოსტულატებს თუმცა ისინი უფრო ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს რადგან ინსტიტუტებს და რეჟიმები ხელს უწყობენ თანამშრომლობას. ინსტიტუციონალიზაცია ანუ ინსტიტუტების ხელის შეწყობის ხარისხი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისათვის, იყოფა ორ განზომილებად: სიღრმისეულად და ფოკუსის მიხედით, ფოკუსი შეეხება იმ საკითხებს რომლებსაც ინსტიტუტები ეხება სიღრმე იზომება სამი კომპონენტის მეშვეობით: ერთგვაროვნება, კონკრეტულობა და ავტონომიურობა, ასევე იყოფა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებად.
No comments:
Post a Comment