Showing posts with label ციტატები. Show all posts
Showing posts with label ციტატები. Show all posts

Wednesday, May 27, 2020

კრიმინალური აზროვნება ციტატები 1 სეზონი

საჭირო არ არის ადამიანისათვის ზებუნებრივი ბოროტების რწმენა მას თავად შეუძლია ყველანაირი ბოროტების ჩადენა

ჯოზეფ კონრადი

 

ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა, ცოდნა შეზღუდულია ფანტაზია კი მთელ სამყაროს მოიცავს

აინშტაინი

 

ყველანაირი აბსურდული ქცევა იმიტომ ჩნდება რომ გვინდა მივბაძოთ იმას ვისაც არ შეგვიძლია რომ ვგავდეთ

სემუელ ჯონსონი

 

ნუ გავიწყდებათ რომ ჩემი თავის დანახვა არ შემიძლია რადგან ჩემი დანიშნულება სარკეში ყურება არ არის

ჟაკ რიგოტი

 

თუ მე კარგ ადამიანს ვაწყენინე  ყველა ვინც მე წესიერ ადამიანად ჩამთვლის მასთან ერთად უნდა დაიტანჯოს

ევრიპიდე

 

საგნის ირაციონალობა არ ნიშნავს არგუმენტს მისი არსებობის წინააღმდეგ

ნიცშე

 

ბევრ რამეს შეუძლია  შეგცვალოს, მაგრამ ჩვენი დასაწყისი და დასასრული ოჯახია

ენტონი ბრანდტი

 

რწმენა არ არის იდეა რომელიც გონებას გააჩნია, არამედ ეს არის იდეა რომელიც გონებას ფლობს

რობერტ ოქსტონ ბორტი

 

მელასთან შენც მელად უნდა იქცე

თომას ფულერი

 

ვერაფერი შეედრება ადამიანზე ნადირობას, ვინც ამას დიდხანს აკეთებდა და შეიყვარა სხვას არაფერს აქცევს ყურადღებას

ჰემინგუეი

 

სამწუხაროდ სიზმართა სიმრავლე კოშმარებში გადაიზრდება

სერპიდე რუსტინოვი

 

ბოროტება უჩინარია და ყოველთვის ადამიანად გვევლინება ის ჩვენ სასთუმალს იღებს და ჩვენი მაგიდიდან მიირთმევს

ოდინი

 

ის რაც ერთისთვის საკვებია მეორესთვის საწამლავია

ლუკრეტიუსი


რომელმან დაღვაროს ადამიანთ სისხლი, დაე მისი სისხლიც დაიღვაროს ადამიანთა ხელით

გენეზისი მე-9 თავი

 

უნდა გვახსოვდეს რომ ხელიდან გვეცლებიან სწორედ ისინი ვისთან ერთდაც ვცხოვრობთ და ვინც გვიყვარს

ნორმან მაკლეინი

ინდივიდუალს ყოველთვის უწევს ბრძოლა იმისათვის რომ ტომს გამოეყოს

ნიცშე

 

მკვლელობა უნიკალურია იმით თუ როგორ ანადგურებს მის თანამონაწილეებს ამიტომ საზოგადოებამ მსხვერპლის როლი უნდა მოირგოს და მისგან პასუხისგება ან პატიება მოითხოვოს

ოდინი

 

ზოგიერთი ადამიანი სიტყვას მხოლოდ საკუთარი აზრების შესანიღბად იყენებს

ვოლტერი

 

ის ვინც საკუთარ თავს სამართალზე მაღლა დააყენებს მისი ცოდნა და ადამიანობა ღვთისგან დასაცინი გახდება

აინშტაინი

 

არავის სჭირდება შებულება ისე როგორც შვებულებიდან ახლად დაბრუნებულ ადამიანს

ელბერტ ჰაბარდი


Tuesday, May 22, 2012

ჯორჯ ორუელი ( ერიკ არტურ ბლერი)

  •  ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს მომავალს, ვინც აკონტროლებს აწმყოს ის აკონტროლებს წარსულს

  • ვიდრე არ შეიგნებენ არასოდეს აჯანყდებიან და ვიდრე არ აჯანყდებიან ვერაფერს შეიგნებენ

  • მიზან მიმართულმა ადრეულმა წვრთნამ თამაშებმა და ცივმა წყალმა, ნაგავმა, რითაც უტენიდნენ თავებს სკოლაში, დამსმენთა გაერთიანებასა თუ ახალგაზრდულ ლიგაში, ლექციებმა, პარადებმა, სიმღერებმა, ლოზუნგებმა, და საბრძოლო მუსიკამ მათ მთლიანად დაუშრიტა ბუნებრივი გრძნობა

  • უინსტონმა ხელები დაუშვა და ნელა ჩაისუნთქა გონებით ორაზრის ლაბირინთებში დაძრწოდა, აქ საჭირო იყო ერთდროულად გცოდნოდა და არ გცოდნოდა, გაცნობიერებული გქონოდა მთელი სიმართლე და თან გამართული სიცრუე გელაპარაკა, თანაბარი რწმენით გეტარებინა ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება, ლოგიკა გამოგეყენებინა ლოგიკის წინააღმდეგ, უკუგეგდო ზნეობა და თან მოგეწოდებინა მისკენ, გქონოდა რწმენა იმისა რომ დემოკრატია შეუძლებელია მაგრამ ამასთანავე იმისიც რომ პარტია დემოკრატიის მცველია, დაგევიწყებინა რისი დავიწუებაც მოგეთხოვებოდა შემდეგ კი საჭიროებისამებრ კვლავ გამოგეხმო ხსოვნაში ბოლოს ისევ ამოგეშალა მეხსიერებიდან, უწინარეს ყოვლისა კი მიგემართა აზრობრივი პროცესი თვით ამ პროცესის საწინააღმდეგოდ, აი როგორ უნდა დახვეწილიყავი საბოლოოდ! შეგნებულად გამოგეწვია შეუგნებლობა თვით სიტყვა ორაზრის დავიწყებაც კი ორაზრის გამოყენებას ითხოვდა

  •  ჩვენ იმ წერტილამდე დაგშლით საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, აქ ისეთი რამეები შეგემთხვევათ 1000 წელიც რომ იცხოვროთ- ვეღარასოდეს გამოკეთდებით, აღარასოდეს გექნებათ ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობა, თქვენ შიგნით ყველაფერი მოკვდება, ვეღარასოდეს შეიყვარებთ, ვერ იმეგობრებთ ვერ გაიცინებთ, ვეღარ განიცდით ცხოვრების სიხარულს, ცნობისწადილს, სიმამაცეს, სხვებთან ერთობას, მთლად გამოფუტუროვდებით, ჩვენ ჯერ მთლიანად დაგაცარიელებთ შემდეგ კი ჩვენით აგავსებთ


1984

Wednesday, April 11, 2012

ვაცლავ ჰაველი

"სამანიპულაციოდ ხელისუფლების გამოყენება სახალხო კონტროლად იწოდება, ხელისუფლების თვითნებური გამოყენება კანონიერების დაცვად, კულტურის რეპრესია მის განვითარებად, იმპერიის გავლენის ექსპანსია წარმოდგენილია როგორც დაჩაგრულთა დაცვა, თავისუფლების გამოხატვის შეუძლებლობა უმაღლესი თავისუფლებაა, არჩევნების გაყალბება უმაღლესი დემოკრატია, დამოუკიდებელი აზროვნების აღკვეთა მსოფლიოში ყველაზე მეცნიერული შეხედულებების ქონა, სამხედრო ოკუპაცია ძმური დახმარება. იმის გამო რომ რეჟიმი თავისივე სიცრუის ტყვეა იგი აყალბებს ყველაფერს, იგი აყალბებს წარსულს იგი აყალბებს აწმყოს იგი აყალბებს მომავალს, იგი აყალბებს სტატისტიკას. თავს ისე აჩვენებს თითქოს უძლიერესი და უპრინციპო პოლიციის აპარატი არ გააჩნდეს, თითქოს პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებს, თითქოს არ დევნიდეს არავის, თითქოს არაფრის ეშინოდეს თავს ისე აჩვენებს თითქოს თავს არ აჩვენებდეს"


"ძალა უძალოთა"

ჟან ჟაკ რუსო

 "საზოგადოებრივი ხელშეკრულება" 

"თავისუფალ არსებად შობილ ადამიანს ყველგან ბორკილი ადევს"

"ემილი ანუ აღზრდის შესახებ"

"აღზრდის მიზანია მისცეს საზოგადოებას სასარგებლო ადამიანი ცხოვრება-აი ხელობა რაც მინდა ვასწავლო მას, მე მჯერა ჩემი ხელიდან გამოსული იგი არ გახდება არც მოსამართლე არც ჯარისკაცი არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა ის იქნება ადამიანი"


"ჟიული ანუ ახალი ელოიზა"
"თითოეული ადამიანი სასრგებლოა კაცობრიობისათვის მარტო იმითაც კი რომ არსებობს"
"საყვარელი არსების სიკვდილის ამბავი ესოდენ საშინელია რომ კაცს შვებას ჰგვრის ყოველგვარი სხვა საზარელი აზრი " 
"გონება უფრორე შეზღუდული ხდება იმისდა მიხედვით თუ როგორ იხრწნება სული "
 
 
 

თომას ჰობსი

"ყოველი ადამიანი მოყვასისგან იმავე საზომით შეფასებას მოელის რითაც თვითონ აფასებს საკუთარ თავს, ხოლო უპატივცემულობისა თუ შეუფასებლობის ნებისმიერი გამოვლინებისთანავე ბუნებრივად ცდილობს მეტი დაფასება წაგლიჯოს აბუჩად ამგდებთ, ზოგს იძულებით და სხვებს კი ამ იძულების მაგალითის ჩვენებით"

"ლევიათანი"

ფრიდრიხ ნიცშე

"ჭეშმარიტად ადამიანებმა თვითონ მიანიჭეს საკუთარ თავს თავიანთი კეთილიცა და ბოროტიც, ჭეშმარიტად მათ ეს არავისგან და არსაიდან არ აუღიათ არ უპოვიათ არც ზეციურ ხმად ჩასმენიათ მხოლოდ ადამიანი ადებს ფასს საგნებს თავის გადასარჩენად, მხოლოდ მან დაადგინა მნიშვნელობა საგნებისთვის ადამიანური მნიშვნელობა, ამიტომაც უწოდებს თავს ადამიანს- ანუ შემფასებელს" 

 " ასე იტყოდა ზარატუსტრა"

Saturday, March 31, 2012

ილია ჭავჭავაძე

  ილია ჭავჭავაძე

  • "ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა დედამიწას გული გაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდო და ადამიანს უთხრა: იშრომე, გასარჯე და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდან ამოიღე და შენს სადღერძელოდ მოიხმარეო..... - მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ".
  • პირველი ნიშანი ერის ვინაობისა - ენაა
  • მწერლობა ზრდის და ინახავს ენას
  • ენა საღვთო რამა არის საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს
  • ცხოვრება ძირია ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან, როგორც მიწითგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლეს მოსწევენ, ისევ მიწას გადმოსცემენ რომ ახალი ძირი გაიკეთონ და ამ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზე ამოსულან შტოები- მეცნიერება და ხელოვნება- ისხამენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა და როცა მოჰსწევენ სათესლოდ, ისევ ცხოვრებასვე გადმოსცემენ ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად
  • მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა
  • ლიტერატურა-ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე
  • არ ვიცით -რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ- რანი ვართ, ვერ გამოგვისახია -რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია.არც არაფერს ვხედავთ ,არც არაფერი გვესმის, უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად.
  •