Saturday, March 31, 2012

ილია ჭავჭავაძე

  ილია ჭავჭავაძე

  • "ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა დედამიწას გული გაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდო და ადამიანს უთხრა: იშრომე, გასარჯე და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდან ამოიღე და შენს სადღერძელოდ მოიხმარეო..... - მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ".
  • პირველი ნიშანი ერის ვინაობისა - ენაა
  • მწერლობა ზრდის და ინახავს ენას
  • ენა საღვთო რამა არის საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს
  • ცხოვრება ძირია ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან, როგორც მიწითგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლეს მოსწევენ, ისევ მიწას გადმოსცემენ რომ ახალი ძირი გაიკეთონ და ამ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზე ამოსულან შტოები- მეცნიერება და ხელოვნება- ისხამენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა და როცა მოჰსწევენ სათესლოდ, ისევ ცხოვრებასვე გადმოსცემენ ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად
  • მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა
  • ლიტერატურა-ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე
  • არ ვიცით -რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ- რანი ვართ, ვერ გამოგვისახია -რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია.არც არაფერს ვხედავთ ,არც არაფერი გვესმის, უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად.
  •  

No comments:

Post a Comment