ამსტერდამის
ხელშეკრულებით გატარდა ინსტიტუციური რეფორმა და შეიქმნა გარკვეული წინაპირობა ევროკავშირში
დაგეგმილი მომდევნო გაფართოებისათვის, თუმცა ამ
ხელშეკრულებაშივე ჩაიდო მისი შემდგომი გადახედვის მუხლი.
ამ პერიოდში
წევრ ქვეყნებს შორის რამდენიმე მტკივნეულ საკითხზე მიმდინარეობდა დავა:
1.
როგორ უნდა მომხდარიყო ხმების გადანაწილება
(”ხმების აწონვა”) ქვეყნებზე.
3.
კომისართა კოლეგიში რამდენი წევრი უნდა ყოფილიყო.
ხანგრძლივი
განხილვებისა და დებატების შემდეგ, 2001 წელს ქალქ ნიცაში მოეწერა ხელი ახალ
ხელშეკრულებას. გადაწყდა, რომ ხმები გადანაწილებულიყო მოსახლეობის რაოდენობის
მხედვით. კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის პროცედურა გავრცელდა 30 ახალ
სფეროზე. ყველა ქვეყანას მიეცა უფლება კომისიაში ყოლოდა თითო კომისარი, ხოლო მას
შემდეგ, რაც წევრთა რაოდენობა გაიზრდებოდა 26-მდე, ქვეყნებს როტაციის პრინციპით
რიგ-რიგობით წარეგზავნათ წარმომადგენლები. ასევე გაიზარდა პარლამენტის
საკანონმდებლო ძალაუფლება და მისი კომპეტენცია რამდენიმე ახალ სფეროზე გავრცელდა.
ეს სისტემა დღეისათვის მთლიანადაა შეცვლილი ლისაბონის ხელშეკრულებით.
ევროპის კონსტიტუცია (საკონსტიტუციო შეთანხმება) და ლისაბონის
ხელშეკრულება
მას შემდეგ
რაც ნათელი გახდა, რომ ნიცის ხელშეკრულება სრულად არ აკმაყოფილებდა გაფართოებული ევროპის მოთხოვნებს
და ეფექტურად ვერ უმკლავდებოდა ევროკავშირის წინაშე მდგარ პრობლემებსა და
გამოწვევებს ახალ ათასწლეულში, წევრ-სახელმწიფოთა ლიდერებმა 2001 წელს ლიკენში მოწვეულ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს
დეკლარაცია ევროკავშირის მომავლის შესახებ.
დეკლარაციამ
საკონსტიტუციო შეთანხმებას სამი მთავარი მიზანი დაუსახა:
- ევროკავშირის მეტი დემოკატიზაცია და ღაიობა, რათა სრულად გაემართლებინა ევროპის მოქალაქეთა მოლოდინები,
- გაფართოებული კავშირის ახალი პოლიტიკის შემუშავება, რაც გაადვილებდა უკვე 25 წევრიანი, მომავალში კი უფრო ფართო ერთობის ეფექტურ მართვას და
- საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის, როგორც წევრი სახელნწიფოების "ერთ ხმად" წარმოდგენას ანუ კოოპერაციის გაზრდას საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.
ორწლიანი
ცხარე დებატებისა და მრავალი კომპრომისის შედეგად შეიქმნა კონსტიტუციის მოდელი,
რომელიც გარკვეული ცვლილებებით 2004 წლის
მთვარობათშორის კონფერენციაზე სახელმწიფოთა მეთაურების მიერ დამტკიცდა და წევრ
სახელმწიფოებს 2 წლიანი ვადით დასამტკიცებლად წარედგინათ. ქვეყნების ნაწილმა
გადაწყვიტა საკონსტიტუციო შემოთავაზებისთვის ეროვნულ პარლამენტში ეყარათ კენჭი,
ნაწილმა კი რეფერენდუმი ჩაატარა. დამაიმედებელი სტარტის მიუხედავად, საფრანგეთსა
და ჰოლანდიაში რეფერენდუმები უარყოფითი შედეგით დასრულდა. ორი ქვეყნის ”არა”-მ
დაბლოკა კონსტიტუციის პროექტი.
კონსტიტუციის
ჩავარდნით ახალ ხელშეკრულებაზე ფიქრი არ შეწყვეტილა. 2007 წელს ხელი მოეწერა ლისაბონის
ხელშეკრულებას, რომელიც 2009 წლის 1
დეკემბერს შევიდა ძალაში. ლისაბონის ხელშეკრულებას ასევე უწოდებენ სარეფორმო
ხელშეკრულებას, რადგან იგი მნიშვნელოვნად ცვლის ევროკავშირში აქამდე არსებულ ინსტიტუციურ
წყობას და კავშირი ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადაყავს.
No comments:
Post a Comment