ლისაბონის
ხელშეკრულებამ მრავალმხრივ შეუწყო ხელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის განვითარებას. მეტი შეკავშირებულობის მისაღწევად, ინტეგრაციის
გასაღრმავებლად, ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საერთაშორისო ასაპარეზზე
ერთიანი პოზიციით გამოსვლისთვის ანუ ევროკავშირის ”ერთ ხმაზე ასალაპარაკებლად”
ლისაბონბა მრავალი ინსტიტუციური ცვლილება შემოიტანა.
პირველ რიგში
გაუქმდა კავშირის სამ სვეტად დაყოფა და ევროკავშირი საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ
ერთ იურიდიულ აქტორად ჩამოაყალიბდა (Single legal personality). ამ ცვლილების
შემდეგ ევროკავშირი საერთაშორისო ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს, როგორც ერთი
იურიდიული პირი. ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ ზოგადად საგარეო
ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება, როგორც ერთი მთლიანობა.
ა) ევროპული
საბჭო:
- შეიძინა დამოუკიდებელი და ფორმალური ინსტიტუტის სტატუსი. ოფიციალურად დაევალა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში სტრატეგიული ინტერესებისა და ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღება. ადრე ეს ეხებოდა მხოლოდ საერთო საგარე და თავდაცვის პოლიტიკას, დღეს კი მისი კომპეტენცია გავრცელდა მთლიანად საგარეო საკითხებზე.
- 6 თვიანი როტაციული წესით დანიშნული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ნაცვლად შემოღებულ იქნა 2 წელიწად ნახევრის ვადით არჩეული პრეზიდენტის ახალი პოსტი. ეს ცვლილება საქმის განგრძობადობისა და ევროპული საბჭოს უფრო ეფექტურად მუშაობის კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა შეითავსა ევროკავშირის საგარეო წარმომდგენლის ფუნქცია, ისე რომ, არ უნდა მოხდეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომოდგენლის ფუნქციათა გადაკვეთა. რეფორმირებული საბჭოს პირველ პრეზიდენტად წევრი სახლემწიფოების ლიდერებმა ნეიტრალური კანდიდატი, ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰერმან ვან რომპუი (Herman Van Rompuy) აირჩიეს.
ბ) უმაღლესი
წარმომადგენლის პოსტი
- ჩამოყალიბდა საერთაშორისო არენაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა. საკონსტიტუციო ინიციატივაში მას საგარეო საქმეთა მინისტრიც ეწოდებოდა. ეს პოსტი შეიქმნა ამსტერდამის ხელშეკრულებით და მას შექმნის დღიდან ბოლომდე წარმატებით უძღვებოდა ხავიერ სოლანა. ლისაბონის ხელშეკრულებამდე უმაღლესი წარმომოადგენელიც და საბჭოს გენერალური მდივანიც ერთი და იგივე პიროვნება იყო (სოლანა). ახალი ხელშეკრულებით ეს პოსტი ორად გაიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულებამ უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა საკმაოდ გააფართოვა და გაამყარა.
- უმაღლესი წარმომადგენლის ფუქნქციები: გაუძღვეს ევროკავშირის საგარე და თავდაცვის პოლიტიკას, წარმოადგინოს ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე, აწარმოოს მოლაპარაკებები მესამე მხარესთან და დაიცვას ევროკავშირის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონფერენციებზე.
- პირველ უმაღლეს წარმომადგენლად შერჩეულ იქნა კეტრინ ეშტონის კანდიდატურა. იგი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციის გარდა ითავსებს საგარეო საქმეთა კომისრისა და კომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს, ანუ ხდება კომისიის წევრი. ასევე ავტომატურად ინიშნება საგარეო საკითხთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამ ცვლილებით უმაღლესი წარმომადგენელი ერთდროულად ორ ორგანოში (კომისია და საბჭო) ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკას. თანამდებობათა ამგვარი გაერთიანება, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის ზეეროვნულ და მთავრობათშორის ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
- უმაღლესმა წარმომადგენელმა კომისიას ჩამოართვა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში კანონპროექტის ინიციატივის უფლება. წევრმა სახელმწიფოებმა ეს უფლება შეინარჩუნეს.
- უმაღლეს წარმომადგენელს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობითა და ევროკომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებით ნიშნავს ევოპული საბჭო. რადგან იგი ითავსებს ევროკომისრის ფუნქციებს, მას ამტკიცებს პარლამენტიც. უმაღლესი წარმომადგენელი მოვალეა საანგარიშო მოხსენებით გამოვიდეს პარლამენტში ასევე გაიროს კონსულტაციები ევროპარლამენტარებთან.
- საგარეო წარმომადგენლობის მეტი ეფექტურობისათვის, შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანო - ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური. (European External Action Service - EEAS) მას ხელმძღვანელობს უმაღლესი წარმომადგებელი. ეს სამსახური დაეხმარება უმაღლეს წარმომადგენელს დაკისრებული ფუნქციების შერულებაში და კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობისა და განვითარების[1] პოლიტიკას, ის კომისიის კომპეტენციაში რჩება. ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში ერთიანდება საბჭოსა და კომისიის შესაბამისი უწყებები და კომისიის დიპლომატიური მისიები სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე აქტიურ კავშირშია წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ ორგანოებთან.
ფაქტიურად
ევროკავშირში ჩამოყალიბდა საგარეო ”საქმეთა მინისტრის პოსტი” და ”საგარეო საქმეთა
სამინისტრო”. ეს, პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით, უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული
ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მსოფლიოში ერთი
ადამიანი წარადგენს, რომელსაც საგარეო საქმეების კოორდინაციისთვის გაზრდილი
უფლებები და რეალური, იურიდიული დოკუმენტით დადასტურებული წონა ექნება. ასევე
ექნება საკუთარი უწყება - ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური.
კრიტიკოსები
ლისაბონის ხელშეკრულებას სამ მაღალ ჩინოვნიკს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს,
კომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს - შორის უფლებამოსილებათა
არასათანადო გამიჯვნაში ადანაშაულებენ. ერთი შეხედვით, სამივეს მოვალეობაა
წარმოადგინოს ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე.
ამ ნიადაგზე მათ შორის ხშირ კონფრონტაციას ვარაუდობენ. მართლაც, ლისაბონის
ხელშეკრულება ფუნქციების განაწილების ზოგად ჩარჩოებს აყალიბებს. თუმცა, კომისიის
პრეზიდენტს ევროკავშირის წარმოდგენა მხოლოდ კომისიის კომპეტენციის ფარგლებში
შეუძლია. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს,
შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ფუნქციების გაყოფა პრაქტიკასაა მინდობილი და
კონკრეტული საერთაშორისო მოვლენების შემდეგ
თავისით დარეგულირდება.
No comments:
Post a Comment