ევროპაცენტრიზმი
ევროპაცენტრიზმი ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა( როგორც ლოგოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმი) რომელიც მიიჩნევს რომ ევროპა თავისი კულტურით ფასეულობებითა და ღირებულებებითი იდეალებით წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს , სოციალურ-კულტურული მოწყობის ნიმუშს ჭეშმარიტ უკანასკნელ ინსტანციას. მისი თანამედროვე ტენდენციები ვლინდება სხვადასხვა სახის ევროპულ გაერთიანებათა შექმნასა და გაფართოებაში (ევროკავშირი, ევროსაბჭო) რომლებისკენაც მიისწრაფვიან სხვადასხვა ქვეყნები მათ შორის არაევროპულებიც
ლიბერტარიანიზმი
ლიბერტარიანიზმი იდეურ პოლიტიკური მიმართულებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების აბსოლიტურ მინიმუმამდე დაყვანა, ამ რწმენას საფუძვლად უდევს კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჯანსაღი სოციალური ცხოვრების ბაზისურ პრინციპებად გამოცხადება. ლიბერტარიანელები გამოდიოდნენ ადამიანის ბუნებრივი მოტვაციით ნაკარანხევი ქცევის ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ სულ ერთია საქმე ეხება ოჯახს რელიგიას თუ სახელმწიფოს.
პლურალიზმი
პლურალიზმი არის იდეალისტური მოძღვრება რომელიც უარყოფს სამყაროს ერთიანობას და ამტკიცებს რომ მას საფუძვლად უდევს მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სულიერი არსი. პოლიტიკურად ნიშნავს- სახელმწიფოს მმართველობის მრავალპარტიულ ფორმას რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივი ეკონომიკურ კულტურულ პოლიტიკური ინსტიტუციების მრავალფეროვნებას.
დემაგოგია
დემაგოგია ესაა ცრუ დაპირებებით ფარისევლობით გავლენის მოხდენა ადამიანებზე, პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე მათი ნდობის მოსაპოვებლად
No comments:
Post a Comment