Monday, June 4, 2012

ლიბერალიზმი (პლურალიზმი)

    ლიბერალები ფოკუსირებას  აკეთებენ ადამიანის დადებით მხარეებზე, თუმცა არ უარყოფენ ათ ავ თვისებებსაც, თუმცა ადამიანები არიან რაციონალურები, რაც ლიბერალიზმის გაგებით იმაში გამოიხატება რომ ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები და მათ მისაღწევად ისინი ითანამშრომლებენ იმიტომ რომ თანამშრომლობას მოაქვს სარგებელი ყველასათვის.
    კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი ისაა რომ ადამიანური გონიერება დაძლევს შიშს და მით გამოწვეულ ლტოლვას ძალისა და ძლიერებისადმი, ამ პროცესს კი კაცობრიობის პროგრესად აღიქვავენ.
    განსხვავება ლიბერალიზმსა და რეალიზმს შორის ისაა რომ სახელმწიფოს რეალიზმი განიხილავს როგორც ძალისა და ძლიერების კონცენტრაციას, ხოლო ლიბერალები როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს, რომელიც აწესებს და მეთვალყურეობს კანონის უზენაესობას,ასეთი სახელმწიფოები კი პატივს სცემენ ერთმანეთს და ემორჩიელებიან საერთაშორისო სამართალს რომელიც ურთიერთგაგების პრინციპს ემყარება. ლიბერალური თეორია იყოფა რამდენიმე მიმდინარეობად:
  • დემოკრატიული მშვიდობის თეორია
  • საერთაშორისო უსაფრთხოების თეორია
  • სოციოლოგიური ლიბერალიზმი
  • ურთიერთდამოკიდებულების თეორია
  • ინსტიტუციური ლიბერალიზმი 
    სოციოლოგიური ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი ის არის რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, არამედ ის მოიცავს ტრანსნაციონალურ ანუ ადამიანებს,ჯგუფებს, ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ეკუთვნიან, ეს არის ურთიერთგადამფარავი, ურთიერთობები ხალხებს შორის რომელიც არის უფრო თანამშრომლური ვიდრე სახელმწიფოებს შორის.
    ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს რომ მთავრობები და ხალხები განიცდიან სხვა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების ზეგავლენას  " პეპლის აფრენა ერთ ქვეყანაში იწვევს ქარიშხალს მეორე ქვეყანაში"  ანუ ცვლილებები ერთ ქვეყანაში ამა თუ იმ დონეზე იქნება ეს ეკონომიკის, სამხეხდრო თუ პოლიტიკური სფერო ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ჯოზეფ ნაისა და რობერტ კიოჰანის  " ძალა და ურთიერთდამოკიდებულება" და "ძალა და ურთიერთდამოკიდებულება ინფორმაციულ საუკუნეში"  ბოლო სტატიაში სიახლე ის არის რომ მათ ყურადღება მიაპყრეს საერთაშორისო ურთიერთობებში ინფორმაციის მნიშვნელობას და თქვეს რომ ახალ საუკუნეში საინფორმაციო ტექნოლოგია შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. საინფორმაციო რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოეათაშორისი კონტაქტები თუმცა სამხედრო ძალა და უსაფრთხოება კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში.
    ინსტიტუციური ლიბერალები ამბობენ რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს შესწევთ ძალა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და უფრო სათუთი გახადონ ის თუმცა შორს არიან იმ აზრისგან რომ მათ შეუძლიათ გარდაქმნან საერთაშორისო ურთიერთობები ან ჩაანაცვლონ ანარქია სხვა ტიპის წესრიგით, ისინი იზიარებენ რეალიზმის ძირითად პოსტულატებს თუმცა ისინი უფრო ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს რადგან ინსტიტუტებს და რეჟიმები ხელს უწყობენ თანამშრომლობას. ინსტიტუციონალიზაცია ანუ ინსტიტუტების ხელის შეწყობის ხარისხი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისათვის, იყოფა ორ განზომილებად: სიღრმისეულად და ფოკუსის მიხედით, ფოკუსი შეეხება იმ საკითხებს რომლებსაც ინსტიტუტები ეხება სიღრმე იზომება სამი კომპონენტის მეშვეობით: ერთგვაროვნება,  კონკრეტულობა და ავტონომიურობა, ასევე იყოფა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებად.



Tuesday, May 22, 2012

ჯორჯ ორუელი ( ერიკ არტურ ბლერი)

  •  ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს მომავალს, ვინც აკონტროლებს აწმყოს ის აკონტროლებს წარსულს

  • ვიდრე არ შეიგნებენ არასოდეს აჯანყდებიან და ვიდრე არ აჯანყდებიან ვერაფერს შეიგნებენ

  • მიზან მიმართულმა ადრეულმა წვრთნამ თამაშებმა და ცივმა წყალმა, ნაგავმა, რითაც უტენიდნენ თავებს სკოლაში, დამსმენთა გაერთიანებასა თუ ახალგაზრდულ ლიგაში, ლექციებმა, პარადებმა, სიმღერებმა, ლოზუნგებმა, და საბრძოლო მუსიკამ მათ მთლიანად დაუშრიტა ბუნებრივი გრძნობა

  • უინსტონმა ხელები დაუშვა და ნელა ჩაისუნთქა გონებით ორაზრის ლაბირინთებში დაძრწოდა, აქ საჭირო იყო ერთდროულად გცოდნოდა და არ გცოდნოდა, გაცნობიერებული გქონოდა მთელი სიმართლე და თან გამართული სიცრუე გელაპარაკა, თანაბარი რწმენით გეტარებინა ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება, ლოგიკა გამოგეყენებინა ლოგიკის წინააღმდეგ, უკუგეგდო ზნეობა და თან მოგეწოდებინა მისკენ, გქონოდა რწმენა იმისა რომ დემოკრატია შეუძლებელია მაგრამ ამასთანავე იმისიც რომ პარტია დემოკრატიის მცველია, დაგევიწყებინა რისი დავიწუებაც მოგეთხოვებოდა შემდეგ კი საჭიროებისამებრ კვლავ გამოგეხმო ხსოვნაში ბოლოს ისევ ამოგეშალა მეხსიერებიდან, უწინარეს ყოვლისა კი მიგემართა აზრობრივი პროცესი თვით ამ პროცესის საწინააღმდეგოდ, აი როგორ უნდა დახვეწილიყავი საბოლოოდ! შეგნებულად გამოგეწვია შეუგნებლობა თვით სიტყვა ორაზრის დავიწყებაც კი ორაზრის გამოყენებას ითხოვდა

  •  ჩვენ იმ წერტილამდე დაგშლით საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, აქ ისეთი რამეები შეგემთხვევათ 1000 წელიც რომ იცხოვროთ- ვეღარასოდეს გამოკეთდებით, აღარასოდეს გექნებათ ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობა, თქვენ შიგნით ყველაფერი მოკვდება, ვეღარასოდეს შეიყვარებთ, ვერ იმეგობრებთ ვერ გაიცინებთ, ვეღარ განიცდით ცხოვრების სიხარულს, ცნობისწადილს, სიმამაცეს, სხვებთან ერთობას, მთლად გამოფუტუროვდებით, ჩვენ ჯერ მთლიანად დაგაცარიელებთ შემდეგ კი ჩვენით აგავსებთ


1984

Saturday, April 21, 2012

ევროპაცენტრიზმი ლიბერტარიანიზმი

                                                        ევროპაცენტრიზმი 
 ევროპაცენტრიზმი ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა( როგორც ლოგოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმი) რომელიც მიიჩნევს რომ ევროპა თავისი კულტურით ფასეულობებითა და ღირებულებებითი იდეალებით წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს , სოციალურ-კულტურული მოწყობის ნიმუშს ჭეშმარიტ უკანასკნელ ინსტანციას. მისი თანამედროვე ტენდენციები ვლინდება სხვადასხვა სახის ევროპულ გაერთიანებათა შექმნასა და გაფართოებაში (ევროკავშირი, ევროსაბჭო) რომლებისკენაც მიისწრაფვიან სხვადასხვა ქვეყნები მათ შორის არაევროპულებიც

                                                       ლიბერტარიანიზმი
ლიბერტარიანიზმი იდეურ პოლიტიკური მიმართულებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების აბსოლიტურ მინიმუმამდე  დაყვანა, ამ რწმენას საფუძვლად უდევს კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჯანსაღი სოციალური ცხოვრების ბაზისურ პრინციპებად გამოცხადება. ლიბერტარიანელები გამოდიოდნენ ადამიანის ბუნებრივი მოტვაციით ნაკარანხევი ქცევის ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ სულ ერთია საქმე ეხება ოჯახს რელიგიას თუ სახელმწიფოს.
                                    
                                                             პლურალიზმი
პლურალიზმი  არის იდეალისტური მოძღვრება რომელიც უარყოფს სამყაროს ერთიანობას და ამტკიცებს რომ მას საფუძვლად უდევს მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სულიერი არსი.  პოლიტიკურად ნიშნავს- სახელმწიფოს მმართველობის მრავალპარტიულ ფორმას რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივი  ეკონომიკურ კულტურულ პოლიტიკური ინსტიტუციების მრავალფეროვნებას.

                                                              დემაგოგია
დემაგოგია ესაა ცრუ დაპირებებით ფარისევლობით გავლენის მოხდენა  ადამიანებზე, პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე მათი ნდობის მოსაპოვებლად

Wednesday, April 11, 2012

ვაცლავ ჰაველი

"სამანიპულაციოდ ხელისუფლების გამოყენება სახალხო კონტროლად იწოდება, ხელისუფლების თვითნებური გამოყენება კანონიერების დაცვად, კულტურის რეპრესია მის განვითარებად, იმპერიის გავლენის ექსპანსია წარმოდგენილია როგორც დაჩაგრულთა დაცვა, თავისუფლების გამოხატვის შეუძლებლობა უმაღლესი თავისუფლებაა, არჩევნების გაყალბება უმაღლესი დემოკრატია, დამოუკიდებელი აზროვნების აღკვეთა მსოფლიოში ყველაზე მეცნიერული შეხედულებების ქონა, სამხედრო ოკუპაცია ძმური დახმარება. იმის გამო რომ რეჟიმი თავისივე სიცრუის ტყვეა იგი აყალბებს ყველაფერს, იგი აყალბებს წარსულს იგი აყალბებს აწმყოს იგი აყალბებს მომავალს, იგი აყალბებს სტატისტიკას. თავს ისე აჩვენებს თითქოს უძლიერესი და უპრინციპო პოლიციის აპარატი არ გააჩნდეს, თითქოს პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებს, თითქოს არ დევნიდეს არავის, თითქოს არაფრის ეშინოდეს თავს ისე აჩვენებს თითქოს თავს არ აჩვენებდეს"


"ძალა უძალოთა"

ჟან ჟაკ რუსო

 "საზოგადოებრივი ხელშეკრულება" 

"თავისუფალ არსებად შობილ ადამიანს ყველგან ბორკილი ადევს"

"ემილი ანუ აღზრდის შესახებ"

"აღზრდის მიზანია მისცეს საზოგადოებას სასარგებლო ადამიანი ცხოვრება-აი ხელობა რაც მინდა ვასწავლო მას, მე მჯერა ჩემი ხელიდან გამოსული იგი არ გახდება არც მოსამართლე არც ჯარისკაცი არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა ის იქნება ადამიანი"


"ჟიული ანუ ახალი ელოიზა"
"თითოეული ადამიანი სასრგებლოა კაცობრიობისათვის მარტო იმითაც კი რომ არსებობს"
"საყვარელი არსების სიკვდილის ამბავი ესოდენ საშინელია რომ კაცს შვებას ჰგვრის ყოველგვარი სხვა საზარელი აზრი " 
"გონება უფრორე შეზღუდული ხდება იმისდა მიხედვით თუ როგორ იხრწნება სული "
 
 
 

თომას ჰობსი

"ყოველი ადამიანი მოყვასისგან იმავე საზომით შეფასებას მოელის რითაც თვითონ აფასებს საკუთარ თავს, ხოლო უპატივცემულობისა თუ შეუფასებლობის ნებისმიერი გამოვლინებისთანავე ბუნებრივად ცდილობს მეტი დაფასება წაგლიჯოს აბუჩად ამგდებთ, ზოგს იძულებით და სხვებს კი ამ იძულების მაგალითის ჩვენებით"

"ლევიათანი"

ფრიდრიხ ნიცშე

"ჭეშმარიტად ადამიანებმა თვითონ მიანიჭეს საკუთარ თავს თავიანთი კეთილიცა და ბოროტიც, ჭეშმარიტად მათ ეს არავისგან და არსაიდან არ აუღიათ არ უპოვიათ არც ზეციურ ხმად ჩასმენიათ მხოლოდ ადამიანი ადებს ფასს საგნებს თავის გადასარჩენად, მხოლოდ მან დაადგინა მნიშვნელობა საგნებისთვის ადამიანური მნიშვნელობა, ამიტომაც უწოდებს თავს ადამიანს- ანუ შემფასებელს" 

 " ასე იტყოდა ზარატუსტრა"

თაობა; ტრადიცია; ნაციონალიზმი; კულტურა;

                                                   ნაციონალიზმი
გამაერთიანებელი, აღმშენებლობის სოლიდარობის თვითგამორკვევის,პოლიტიკურ და ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ანტიკოლონიალიზმის, ძმობის ფაქტორია და ამავე დროს იგი კოლონიური ექსპანსიის იმპერიალიზმის აგრესიის ნგრევის ექსპლუატაციის ტოტალიტარიზმის ფაქტორიცაა, ნაციონალიზმი შედეგებში ვხედავთ პატრიოტიზმის დამოუკიდებლობის კულტურულ აღორძინების ეკონომიკური განვითარებას და ამავე დროს კარჩაკეტილობას პროვინციალიზმს კონფლიქტებს შოვინიზმს ფაშიზმს ბელადებს გათიშვას აგრესიას გენოციდს.



                                                       ტრადიცია
ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს რომელბმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა  მემკვიდრეობით ჩვეულებრივი გაგებით ტრადიცია აღნიშნავს განგრძობითობას მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. ტრადიცია გამოკვეთილია პროგრესთან და რეაქციასთან  შეპირისპირებისას კერძოდ  თუ პროგრესი წინსვლას, წარსულზე დაშენებას ნიშნავს  ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტრადიცია უპირველეს ყოვლისა წარსულის შენარჩუნებას ან განგრძობას ნიშნავს.
     სოციოლოგიის თვალსაზრისით ტრადიციები სოციალური ან კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებია, რომელბიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სოციალურ ჯგუფში ხანგრძლივად შენარჩუნდება, ტრადიიც სახით გვევლინება გარკვეული საზოგადოებრივი დანაწესები, ნორმები, და ქცევის წესები,დამოკიდებულებები კონკრეტული მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი,ადათები და წეს-ჩვეულებები



                                                         თაობა
სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია ნომინალური ჯგუფი დემოგრაფიულად თაობა არის ასაკობრივი ჯგუფი დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა. თაობად მიჩნეულია დროის შუალედი დაახლოებით 30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თაობებს აშორებს შემდგომისაგან, ე.ი პერიოდი გარკვეულ ასაკობრივ ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის. გენეალოგიის თვალსაზრისით თაობებს აღნიშნავს საერთო წინაპრისგან წარმოშობილი კოჰორატს ხოლო სოციოლოგიის თვალსაზრისით თაობა ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს რომლებიც არა მარტო ერთსა და იმავე დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება ინტერესები შეხედულებები,აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება აქვთ.


                                                            კულტურა
     კულტურა ლათინური ზმნიდან  colo წარმოდგება და ნიშნავს (ნიადაგს) მოვლას, დამუშავებას ზრუნვას, კულტურა ისაა რაც გადაეცემა ის არის სოციალური მემკვიდრეობა ,კულტურა ისაა რასაც სწავლობენ, ის სოციალიზაციის პროცესში შეძენილი საყოველთაოდ მიღებული ანუ საზოგადოებისთვის საერთო ნორმების და ღირებულებების ერთობლიობაა და სისტემა. კულტურის შემადგენელი ელემენტებია: 1 ენობრივი ფენომენები 2 ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი და ფუნქციონალური კავშირების გამომხატველი ურთიერთობები 3 ღირებულებები რომელბიც დაკავშირებულია მიზნებთან რისი მიღწევისაკენაც საზოგადოება ისწრაფვის 4 წესები და ნორმები რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევას






იდენტობა მერიტოკრატია ანტაგონიზმი ეტატიზმი ექსტრემიზმი პატერნალიზმი კონფორმიზმი

                                                             იდენტობა
    იდენტობა  არის თავისთავადობის შეგრძნება რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში, ესაა ინდივიდის თვითცნობიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი-წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე სოციალურ ღირებულებაზე. ამ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანი ააგებს ურთიერთობებს თავის თავთანაც და სხვებთანაც.

                                                       მერიტოკრატია

მერიტოკრატია არის საზოგადოების ელიტური ნაწილი, რომლისადმი მიკუთვნებულობა განისაზღვრება არა ჩამომავლობით ან სოციალური მდგომარეობით,არამედ პიროვნული უნარებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით, ის არის ნიჭისთვის ფართო და ღია გზის პრინციპი ეს არის  ნიჭის უზენაესობა

                                                         ანტაგონიზმი

ანტაგონიზმი პოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი ფორმა რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების შეურიგებლობით, ანტაგონისტური წინააღმდეგობა და კონფლიქტების დაძლევა და მათი გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მთელი სისტემის რადიკალურად შეცვლით



                                                             ეტატიზმი
სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოების ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, სამეცნიერო და სხვა საქმიანობაში.ეტატიზმი საზოგადოების პოლიტიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა როდესაც პოლიტიკა რაციონალური ურთიერთქმედების ზღვარს სცდება და ცდილობს განსაზღვროს ცხოვრების თითოეული სფეროს ფუნქციონირება რის შედეგადაც ზღუდავს და აფერხებს მას




                                                         ექსტრემიზმი
პოლიტუკური პრობლემების უკკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება, ექსტრემიზმი პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. მისი
 ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრქტურების დეფორმაცია არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ექსტრემიზმის სხვადასხვა სახეობა როგოც მემარცხენე ასევე მემარჯვენე ტიპის, დამოუკიდებელი თემაა ისლამური ექსტრემიზმი რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე



                                                         პატერნალიზმი
სოციალური პარტნიორობის ქველმოქმედების საზოგადოების სოციალურად ნაკლებად დაცულ ნაწილზ ზრუნვის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. მიზნად ისახავდა კონფლიქტრური საზოგადოებებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევას


                                                        კონფორმიზმი
პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან,გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას, ხასიათდება საკუთარი ხედვის, თვალსაზრისის პოზიციის არარსებობით,იმით რომ ადამიანი არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს








Sunday, April 8, 2012

სოციალურ_პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი


 ესაა ლექსიკონი რომელშიც თავმოყრილია პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ძირითადი ტერმინები და მათი განმარტებები, ზოგიერთის მნიშვნელობა შეიძლება მოკლედ იყოს მისი მრავალმნიშვლობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, მაგალითად ნაციონალიზმი რომელიც საკმაოდ რთუალდ განსასაზღვრია რადგან ის მოიცავს ძალიან ბევრ რამეს აქედან გამომდინარე აქ ეს ტერმინი იქენბა მოკლედ და გასაგებ  ენაზე გადმოცემული. ტერმინების განმარტების მიზანია წარმოდგენა შეგვიქმნას ისეთ მცნებებზე რომლებსაც საკმაოდ ხშირად ჩვენც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში