Sunday, February 8, 2015

სტალინი

   " მე ვიცი რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ნაგვის მთელ გროვას მოიტანენ,მაგრამ ისტორიის ქარი უწყალოდ გაფანტავს მას"
   
      სტალინი- სახელი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ასოცირდება ყველაზე ცნობილ წარმოშობით ქართველთან, ადამიანთან რომელმაც არნახული ძალაუფლება მოიპოვა მეოცე საუკუნეში, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის უბადლო დიქტატორად და მასობრივ მკვლელად, ჯერ მანამდე არ ყოფილა არც ერთი იმპერია მსგავსად  სტალინის სსრკს, მასში ერთდროულად სუფევდა შიში და სიყვარული, ქაოსი და წესრიგი, სამართლიანობა და უსამართლობა, თანასწორობის იდეა და პრაქტიკული უთანასწორობა, დასმენები, დახვრეტები, სისხლი, ომები.სისტემა რომელიც მორგებული იყო ერთ ადამიანზე, რომლის ნება-სურვილს ექვემდებარებოდა და ემორჩილებოდა ყველა და ყველაფერი.
   
        ბრძოლა გადარჩენისთვის -- სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს არაა კაცი არაა პრობლემა
     როგორც ცნობილია სტალინის მამა იყო ლოთი და ის დედამ გაზარდა, რომელიც ბავშვობიდან უნერგავდა წარმატების რწმენას და შეუპოვრობას, უზომოდ ნიჭიერი სოსოს ბავშვობიდანვე ჰქონდა კითხვის სიყვარული საბოლოო ჯამში სამივე ეს თვისება  გამოადგა კიდეც. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ფაქტია რომ სტალინმა უამრავი დაბრკოლება და ხიფათი გამოიარა სანამ გახდებოდა საბჭოთა ბელადი, ჯერ კიდევ რევოლუციის წლებში არაერთხელ იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული შორეულ ციმბირში საიდანაც ბევრჯერაც გაიქცა.მინუს 40 ყინვის პირობებში, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული ციმბირიდან გაქცევა არც ისე იოლი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, 4- 5  პატიმრისგან შემდგარი ჯგუფი წინასწარ რამდენიმე თვის განმავლობაში სახავდა გეგმას, ჯგუფიდან ირჩევდნენ ერთ ეგრეთწოდებულ "ბულკს" რომელსაც ასუქებდნენ, რათა გზაში მძიმე ბუნებრივ პირობებში შიმშილით არ დახოცილიყვნენ, ეს ყველაფერი ხდებოდა რათქმაუნდა მსხვერპლისგან ფარულად, ერთ-ერთი ასეთი გაქცევის დროს სოსოც აღმოჩნდა მსხვერპლი, მაგრამ უცნაური ის არის რომ, როდესაც გაიქცნენ მოსკოვამდე მხოლოდ სოსომ ჩააღწია ცოცხალმა, უცნობია რა მოხდა გზაში, როგორ მოახერხა ერთმა შემდგომში სტალინად წოდებულმა 4 კაცის დახოცვა,.და ცოცხლად გადარჩენა. მან კარგად შეისწავლა ყველა იმ დროის შეუბრალებელი მეთოდი დასმენა, გაძარცვა, დახვრეტა, გაქცევა, რაც მთავარია გამარჯვება, ამ ყველაფერს შეერწყა თანდაყოლილი თვისებები, რომელიც  კარგად გამოიყენა სახელწიფოს მშენებლობისათვის.
 
        სტალინი და საქართველო-- საუკეთესო მეგობრები ძალიან ადვილად ხდებიან გვამები
     ბევრს კამათობენ სტალინის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, ის იყო არა საქართველოს პატრიოტი არამედ საბჭოთა კავშირის უდიდესი პატრიოტი, საქმე ის გახლავთ რომ როგორც ილიამ თქვა "მტრის არ მცნობი მოყვრის მგმობი" ქართველი ერი აქაც უბადლო აღმოჩნდა თავის ამ მუხანათურ საქმეში- ნიჭიერი ადამიანის განადგურებაში, დიახ სოსოს მიდრეკილება ჰქონდა სწორედ პოლიტიკისაკენ, სახელმწიფოს მართვისაკენ და თავიდან მას მართლაც სურდა საქართველოს სამსახურში ჩამდგარიყო, საინტერესოა როგორ ნაბიჯებს გადადგავდა 1920- იანი წლების საქართველო სტალინის ხელში, მაგრამ საქმე სხვაგვარად განვითარდა, სწორედ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა რომ სოსო რუსეთის სამსახურში ჩადგა, ქართველები  უღობავდნენ გზას, არ აძლევდნენ წინსვლის საშუალებას უხშობდნენ ნიჭის გამოვლენის ყოველგვარ გზებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სტალინის წინააღმდეგ მიმართული იყო  ძალა რომელსაც ისევ ქართველები ედგნენ სათავეში. გავა დრო და სოსო ათასჯერ უფრო სასტიკად მიუზღავს მტრებს რეპრესიებისა და სამშობლოს დაპყრობით, მართალია საქართველოს ოკუპაციაში ღიად სტალინის ხელი არ ურევია განსხვავებით ორჯონიკიძისა, მდივანის და ორახელაშვილისა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ის რომ სტალინი საქმის კურსში არ ყოფილიყო მაშინ როცა ის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ დროის რუსეთში. მიუხედავად იმისა რომ მის ამგვარ ქმედებებს თავისი გამართლება აქვს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია სოსოს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიაში ბრძოლები არ მიმდინარეობდა.
        ლიდერი-- ცუდი გადაწყვეტილებები ქმნის დიდად მოვლენებს
     უდავოა, რომ სტალინი იყო უდიდესი მმართველი ყველა ხალხებს შორის, ასეთი განუზომელი ძალაუფლების მქონე და ამხელა იმპერიის მმართველი ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიოს არ ჰყოლია, უბადლო დიქტატორი, რომელმაც როგორც ჩერჩილი ამბობს: "კავის რუსეთი მიიღო და ატომური იარაღით აღჭურვილი დატოვა ის", მან მოახერხა ის რომ სულ რაღაც 30 წელიწადში შეძლო განადგურებული, დაუძლურებული,  უფსკრულში, ჭაობში  მყოფი რუსეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ ექცია, როგორც სამხედრო- ტერიტორიული თვალსაზრისით, ისე და ეკონომიკურად, დიპლომატიური მოქნილობის, ხრიკების დახლართვის, მანევრირების დახმარებით, ლომისა და მელიის თვისებით დაჯილდოებულმა სტალინმა საბჭოთა კავშირი ომიდან გამოიყვანა არაუბრალოდ გამარჯვებული არამედ ნახევარი ევროპის მფლობელი. მაკიაველის "მთავარს" ხშირად კითხულობდა ფანქრით ხელში და ნიშნავდა მისთვის საინტერესო აბზაცებს, თუმცა მისთვის ალბათ მთლიანი წიგნი იყო სახელმძღვანელო, თუ ერთხელ მაინც წაგიკითხიათ "მთავარი" და სტალინზეც ცოტა რამე გსმენიათ ალბათ ადვილად გაავლებთ პარალელს და დაასკვნით რომ სტალინი იყო სწორედ "მთავარი".  "ჭკვიანი მმართველი ყოველთვის მოსაგებად უნდა თამაშობდეს, მაშინ როდესაც გერმანელები მოსკოვიდან 20 კილომეტრში იყვნენ ის არ გაემგზავრა დედაქალაქიდან და ბრძანა ყველა საშუალებით გაენადგურებინათ ფაშიტური არმია, მაშინაც კი ამ უმძიმეს და ალბათ გადამწყვეტ დროს სტალინი მოსაგებად "თამაშობდა". ლიდერი უნდა აერთიანებდეს ლომისა და მელიის თვისებებს, როგორც შეძენილს ისე თანდაყოლილს, უნდა იყოს ლომი რათა ძლიერნი დათრგუნოს და უნდა იყოს მელია რათა ეშმაკობით გაიმარჯვოს  მოწინააღმდეგეზე, თუ დააკვირდებით სოსო გამოხედვას, მოძრაობას, მისალმებას, მზერას აღმოაჩენთ არაამქვეყნიური ძალას რაც ამოძრავებდა მას, ალბათ შესაშურია მაგრამ მასში თავმოყრლი იყო იმოდენა ენერგია, რომ მთელ სსრკ-ს სწვდებოდა და არა მარტო მას, მან შეძლო ძალაუფლების მწვერვალზე ასულიყო, გაემარჯვა მოწინააღმდეგე პარტიელებზე სწორედ ხისტი, დაუნდობელი  და ცბიერი მეთოდების გამოყენებით.
        საგარეო პოლიტიკა--თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს მშვიდობის კონფერენციას უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფირანავები
     ისეთ ეპოქაში სადაც ბატონობს ძალა, ხოლო სუსტი განწირულია უმთავრესი საკითხი დგება გადარჩენა, ყოფნა-არყოფნა, იქ სადაც მორალი არაფრად ფასობს, უპირველესი ღირებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია, წინა პლანზე გადადის სამხედრო ძალა, ასეთ დაუნდობელი დროის შვილი იყო სტალინიც რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ულმობელ პერიოდს, მას ახასიათებდა შორსმჭვრეტელობაა, რეალობის აღქმის ზუსტი უნარი, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან დაინახა ჰიტლერული გერმანიისგან მომავალი საფრთხე სსრკს წინააღმდეგ და გადადგა კიდეც ქმედითი ნაბიჯები, შექმნა ბუფერული ზონა დაიპყრო რა ბალტიისპირეთი, ფინეთის კარელია, ბესარაბია და ბუკოვინა, 1939 წელს ხელმოწერილი ურთიერთთავდაუსხემლობის ხელშეკურელბა გერმანიასთან ასევე მიზნად ისახავდა დროის მოგებას მომავალ გარდაუვალ ომში ჰიტლერთან.
        წიგნი და განათლება-- რომ ააშენო უნდა იცოდე რომ იცოდე უნდა ისწავლო
     რა არის განათლება ალბათ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს თუმცა მე მგონია რომ განათლებულია ადამიანი თუ ის საკუთარ ცოდნას იყენებს მაქსიმალურად მიზნის მისაღწევად. სტალინზე ამბობენ რომ არ იყო განათლებული, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ, კერძოდ დამტკიცებულია რომ მას წაკითხული ჰქონდა მინიმუმ ოციათასი წიგნი ,დიახ ოციათასი საოცარია არა? არამგონია ამოდენა წიგნის წამკითხველი გაუნათლებელი ან უცოდინარი იყოს, პირიქით განსხვავება  ჰიტლერსა და სტალინს შორის არის ის, რომ სტალინი იყო  მკითხველი კაცი ჰიტლერი კი არა, წიგნი კი გარდა იმისა, რომ ცოდნის წყაროა ადამიანის  სიცოცხლისუნარიანობასა და ცხოველმყოფელობას აძლიერებს რაც დამტკიცდა კიდეც მეორე მსოფლიო ომში, კერძოდ საბჭოთა კავშირის უმძიმეს პერიოდში სოსო არ დაეცა და განადგურდა მორალურად, არ მიძალებია არც ნარკოტიკებს, არც სასმლეს, ეს კი მის ძლიერ შინაგან სამყაროზე მიუთითებს, ჰიტლერმა კი მარცხის მოახლოება ვერ აიტანა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
   
     "არა რაც არ უნდა თქვან სტალინზე მისნაირებს ისტორია და ხალხები  არ ივიწყებენ"
უ.ჩერჩილი

No comments:

Post a Comment