Sunday, February 8, 2015

სტალინი

   " მე ვიცი რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ნაგვის მთელ გროვას მოიტანენ,მაგრამ ისტორიის ქარი უწყალოდ გაფანტავს მას"
   
      სტალინი- სახელი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ასოცირდება ყველაზე ცნობილ წარმოშობით ქართველთან, ადამიანთან რომელმაც არნახული ძალაუფლება მოიპოვა მეოცე საუკუნეში, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის უბადლო დიქტატორად და მასობრივ მკვლელად, ჯერ მანამდე არ ყოფილა არც ერთი იმპერია მსგავსად  სტალინის სსრკს, მასში ერთდროულად სუფევდა შიში და სიყვარული, ქაოსი და წესრიგი, სამართლიანობა და უსამართლობა, თანასწორობის იდეა და პრაქტიკული უთანასწორობა, დასმენები, დახვრეტები, სისხლი, ომები.სისტემა რომელიც მორგებული იყო ერთ ადამიანზე, რომლის ნება-სურვილს ექვემდებარებოდა და ემორჩილებოდა ყველა და ყველაფერი.
   
        ბრძოლა გადარჩენისთვის -- სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს არაა კაცი არაა პრობლემა
     როგორც ცნობილია სტალინის მამა იყო ლოთი და ის დედამ გაზარდა, რომელიც ბავშვობიდან უნერგავდა წარმატების რწმენას და შეუპოვრობას, უზომოდ ნიჭიერი სოსოს ბავშვობიდანვე ჰქონდა კითხვის სიყვარული საბოლოო ჯამში სამივე ეს თვისება  გამოადგა კიდეც. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ფაქტია რომ სტალინმა უამრავი დაბრკოლება და ხიფათი გამოიარა სანამ გახდებოდა საბჭოთა ბელადი, ჯერ კიდევ რევოლუციის წლებში არაერთხელ იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული შორეულ ციმბირში საიდანაც ბევრჯერაც გაიქცა.მინუს 40 ყინვის პირობებში, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული ციმბირიდან გაქცევა არც ისე იოლი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, 4- 5  პატიმრისგან შემდგარი ჯგუფი წინასწარ რამდენიმე თვის განმავლობაში სახავდა გეგმას, ჯგუფიდან ირჩევდნენ ერთ ეგრეთწოდებულ "ბულკს" რომელსაც ასუქებდნენ, რათა გზაში მძიმე ბუნებრივ პირობებში შიმშილით არ დახოცილიყვნენ, ეს ყველაფერი ხდებოდა რათქმაუნდა მსხვერპლისგან ფარულად, ერთ-ერთი ასეთი გაქცევის დროს სოსოც აღმოჩნდა მსხვერპლი, მაგრამ უცნაური ის არის რომ, როდესაც გაიქცნენ მოსკოვამდე მხოლოდ სოსომ ჩააღწია ცოცხალმა, უცნობია რა მოხდა გზაში, როგორ მოახერხა ერთმა შემდგომში სტალინად წოდებულმა 4 კაცის დახოცვა,.და ცოცხლად გადარჩენა. მან კარგად შეისწავლა ყველა იმ დროის შეუბრალებელი მეთოდი დასმენა, გაძარცვა, დახვრეტა, გაქცევა, რაც მთავარია გამარჯვება, ამ ყველაფერს შეერწყა თანდაყოლილი თვისებები, რომელიც  კარგად გამოიყენა სახელწიფოს მშენებლობისათვის.
 
        სტალინი და საქართველო-- საუკეთესო მეგობრები ძალიან ადვილად ხდებიან გვამები
     ბევრს კამათობენ სტალინის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, ის იყო არა საქართველოს პატრიოტი არამედ საბჭოთა კავშირის უდიდესი პატრიოტი, საქმე ის გახლავთ რომ როგორც ილიამ თქვა "მტრის არ მცნობი მოყვრის მგმობი" ქართველი ერი აქაც უბადლო აღმოჩნდა თავის ამ მუხანათურ საქმეში- ნიჭიერი ადამიანის განადგურებაში, დიახ სოსოს მიდრეკილება ჰქონდა სწორედ პოლიტიკისაკენ, სახელმწიფოს მართვისაკენ და თავიდან მას მართლაც სურდა საქართველოს სამსახურში ჩამდგარიყო, საინტერესოა როგორ ნაბიჯებს გადადგავდა 1920- იანი წლების საქართველო სტალინის ხელში, მაგრამ საქმე სხვაგვარად განვითარდა, სწორედ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა რომ სოსო რუსეთის სამსახურში ჩადგა, ქართველები  უღობავდნენ გზას, არ აძლევდნენ წინსვლის საშუალებას უხშობდნენ ნიჭის გამოვლენის ყოველგვარ გზებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სტალინის წინააღმდეგ მიმართული იყო  ძალა რომელსაც ისევ ქართველები ედგნენ სათავეში. გავა დრო და სოსო ათასჯერ უფრო სასტიკად მიუზღავს მტრებს რეპრესიებისა და სამშობლოს დაპყრობით, მართალია საქართველოს ოკუპაციაში ღიად სტალინის ხელი არ ურევია განსხვავებით ორჯონიკიძისა, მდივანის და ორახელაშვილისა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ის რომ სტალინი საქმის კურსში არ ყოფილიყო მაშინ როცა ის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ დროის რუსეთში. მიუხედავად იმისა რომ მის ამგვარ ქმედებებს თავისი გამართლება აქვს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია სოსოს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიაში ბრძოლები არ მიმდინარეობდა.
        ლიდერი-- ცუდი გადაწყვეტილებები ქმნის დიდად მოვლენებს
     უდავოა, რომ სტალინი იყო უდიდესი მმართველი ყველა ხალხებს შორის, ასეთი განუზომელი ძალაუფლების მქონე და ამხელა იმპერიის მმართველი ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიოს არ ჰყოლია, უბადლო დიქტატორი, რომელმაც როგორც ჩერჩილი ამბობს: "კავის რუსეთი მიიღო და ატომური იარაღით აღჭურვილი დატოვა ის", მან მოახერხა ის რომ სულ რაღაც 30 წელიწადში შეძლო განადგურებული, დაუძლურებული,  უფსკრულში, ჭაობში  მყოფი რუსეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ ექცია, როგორც სამხედრო- ტერიტორიული თვალსაზრისით, ისე და ეკონომიკურად, დიპლომატიური მოქნილობის, ხრიკების დახლართვის, მანევრირების დახმარებით, ლომისა და მელიის თვისებით დაჯილდოებულმა სტალინმა საბჭოთა კავშირი ომიდან გამოიყვანა არაუბრალოდ გამარჯვებული არამედ ნახევარი ევროპის მფლობელი. მაკიაველის "მთავარს" ხშირად კითხულობდა ფანქრით ხელში და ნიშნავდა მისთვის საინტერესო აბზაცებს, თუმცა მისთვის ალბათ მთლიანი წიგნი იყო სახელმძღვანელო, თუ ერთხელ მაინც წაგიკითხიათ "მთავარი" და სტალინზეც ცოტა რამე გსმენიათ ალბათ ადვილად გაავლებთ პარალელს და დაასკვნით რომ სტალინი იყო სწორედ "მთავარი".  "ჭკვიანი მმართველი ყოველთვის მოსაგებად უნდა თამაშობდეს, მაშინ როდესაც გერმანელები მოსკოვიდან 20 კილომეტრში იყვნენ ის არ გაემგზავრა დედაქალაქიდან და ბრძანა ყველა საშუალებით გაენადგურებინათ ფაშიტური არმია, მაშინაც კი ამ უმძიმეს და ალბათ გადამწყვეტ დროს სტალინი მოსაგებად "თამაშობდა". ლიდერი უნდა აერთიანებდეს ლომისა და მელიის თვისებებს, როგორც შეძენილს ისე თანდაყოლილს, უნდა იყოს ლომი რათა ძლიერნი დათრგუნოს და უნდა იყოს მელია რათა ეშმაკობით გაიმარჯვოს  მოწინააღმდეგეზე, თუ დააკვირდებით სოსო გამოხედვას, მოძრაობას, მისალმებას, მზერას აღმოაჩენთ არაამქვეყნიური ძალას რაც ამოძრავებდა მას, ალბათ შესაშურია მაგრამ მასში თავმოყრლი იყო იმოდენა ენერგია, რომ მთელ სსრკ-ს სწვდებოდა და არა მარტო მას, მან შეძლო ძალაუფლების მწვერვალზე ასულიყო, გაემარჯვა მოწინააღმდეგე პარტიელებზე სწორედ ხისტი, დაუნდობელი  და ცბიერი მეთოდების გამოყენებით.
        საგარეო პოლიტიკა--თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს მშვიდობის კონფერენციას უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფირანავები
     ისეთ ეპოქაში სადაც ბატონობს ძალა, ხოლო სუსტი განწირულია უმთავრესი საკითხი დგება გადარჩენა, ყოფნა-არყოფნა, იქ სადაც მორალი არაფრად ფასობს, უპირველესი ღირებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია, წინა პლანზე გადადის სამხედრო ძალა, ასეთ დაუნდობელი დროის შვილი იყო სტალინიც რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ულმობელ პერიოდს, მას ახასიათებდა შორსმჭვრეტელობაა, რეალობის აღქმის ზუსტი უნარი, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან დაინახა ჰიტლერული გერმანიისგან მომავალი საფრთხე სსრკს წინააღმდეგ და გადადგა კიდეც ქმედითი ნაბიჯები, შექმნა ბუფერული ზონა დაიპყრო რა ბალტიისპირეთი, ფინეთის კარელია, ბესარაბია და ბუკოვინა, 1939 წელს ხელმოწერილი ურთიერთთავდაუსხემლობის ხელშეკურელბა გერმანიასთან ასევე მიზნად ისახავდა დროის მოგებას მომავალ გარდაუვალ ომში ჰიტლერთან.
        წიგნი და განათლება-- რომ ააშენო უნდა იცოდე რომ იცოდე უნდა ისწავლო
     რა არის განათლება ალბათ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს თუმცა მე მგონია რომ განათლებულია ადამიანი თუ ის საკუთარ ცოდნას იყენებს მაქსიმალურად მიზნის მისაღწევად. სტალინზე ამბობენ რომ არ იყო განათლებული, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ, კერძოდ დამტკიცებულია რომ მას წაკითხული ჰქონდა მინიმუმ ოციათასი წიგნი ,დიახ ოციათასი საოცარია არა? არამგონია ამოდენა წიგნის წამკითხველი გაუნათლებელი ან უცოდინარი იყოს, პირიქით განსხვავება  ჰიტლერსა და სტალინს შორის არის ის, რომ სტალინი იყო  მკითხველი კაცი ჰიტლერი კი არა, წიგნი კი გარდა იმისა, რომ ცოდნის წყაროა ადამიანის  სიცოცხლისუნარიანობასა და ცხოველმყოფელობას აძლიერებს რაც დამტკიცდა კიდეც მეორე მსოფლიო ომში, კერძოდ საბჭოთა კავშირის უმძიმეს პერიოდში სოსო არ დაეცა და განადგურდა მორალურად, არ მიძალებია არც ნარკოტიკებს, არც სასმლეს, ეს კი მის ძლიერ შინაგან სამყაროზე მიუთითებს, ჰიტლერმა კი მარცხის მოახლოება ვერ აიტანა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
   
     "არა რაც არ უნდა თქვან სტალინზე მისნაირებს ისტორია და ხალხები  არ ივიწყებენ"
უ.ჩერჩილი

Saturday, February 7, 2015

ჰიტლერი

                                                                    
     ადოლფ ჰიტლერი  (მისი ნამდვილი გვარია შიკლგრუბერი)  1889 წელის 20 აპრილ ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიბადამამამისი ალოისი საბაჟოს მოხელე იყო, დედა მამამისის ბიძაშვილის შვილი იყო. ადოლფი იყო მშობლების მეოთხე შვილი. გარდა ამისა მამამისს 2 უკანონო შვილიც ჰყავდა.

     „მაინ კამპში“ ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში რაც მოსწონდა იყო ის, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიტლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობასასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის

     ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს  და საბოლოოდ  ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.

     ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო.16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.1905 წლიდან ჰიტლერი ობლებისათვის განკუთვნილ პენსიითა და დედის ფინანსური დახმარებით უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა. 1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადემიაში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარ პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.

1909 წელს, 20 წლის ასაკში ჰიტლერი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად გაეცნო კიდეც ცნობილი რასისიტის და ანტისემიტის იორგ ლანც ფოინ ლიბენფელსის ფსევდომეცნიერულ და ნეორელიგიურ ნაშრომებს.ჰიტლერის მანიაარიული რასისუპირატესობის შესახებ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. მიუხედავად პოლიტიკისადმი მისი დიდი ინტერესისა ახალგაზრდა ადოლფ მეორე უფრო დიდი ჰობი ჰქონდა. მისი მაშინდელი მეგობრის აუგუსტ კუბიცეკის მიხედვით იგი ტოტალურად გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერის ოპერებით.

     ხელოვნების აკადემიაში მისაღები გამოცდების ხელმეორედ ჩაბარებისას ჩაჭრის შემდეგ ჰიტლერი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და 1909 წელს იძულებული გახდა უსახლკაროთა თავშესაფარში, ხოლო 1910 წლიდან მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა. ამ პერიოდში იგი თავს ვენის ღირშესანიშნაობათა მცირე ზომის ნახატების გაყიდვით ირჩენდამას ნახატების გაყიდვაში ებრაელი მეზობელი გვარად ჰანიში ეხმარებოდა.
1913 წელს ჰიტლერმა მამის მემკვიდრეობა მიიღო და მიუნხენში გადასახლდა.ჰიტლერის მიუნხენში გადასვლა განპირობებული იყო აგრეთვე ერთი მიზნით - თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური ავსტრია-უნგრეთის არმიაში. მას სურდა გერმანულ-ნაციონალურ არმიაში ემსახურა და ამიტომაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე მოხალისედ ჩაეწერა გერმანიის იმპერიის ბავარიულ არმიაში.

     1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის „რკინის ჯვრით“ დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.  სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნაერთადერთი განათლებაიყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.

     1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.

     ჰიტლერი მხარს უჭერდა ანტისემიტიზმს, ნაციზმს, ანტიკაპიტალიზმს, ანტიმარქსიზმს და ცდილობდა პოლიტიკაში შეეტანა ახალი იდეა ებრაელების წინააღმდეგ. დრექსლერი აღფრთოვანებული იყო ჰიტლერის ორატორული ნიჭით და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავის პარტიაში მიეღო. ჰიტლერი შეუერთდა "დაპ" 1919 წლის 12 სექტემბერს. ჰიტლერმა გაიცნო დიტრიხ ეკარტი, პარტიის ერთერთ დამაარსებელი, რომელიც იქცა ჰიტლერის დამრიგებლად, ასწავლიდა მას, როგორ უნდა ჩაეცვა, როგორ უნდა ელაპარაკა, როგორ უნდა წარდგენილიყო აუდიტორიის წინაშე. პარტიის პოპულარობის მიზნით, მისმა წევრებმა გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ და მას ნაციონალსოციალისტური გერმანული მუშათა პარტია უწოდეს. 1921 წლისთვის ჰიტლერი დიდ გავლენას ახდენდა ხალხზე. ამავე წლის თებერვალში, ჰიტლერი სიტყვით გამოვიდა დაახლოებით 6000 ადამიანის წინაშე მიუნხენში. მას ჰქონდა ორატორობის გასაოცარი ნიჭი, რის შედეგადაც მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა. 1921 წლის 29 ივლისში, ადოლფი დანიშნეს ნაციონალურსოციალისტური პარტიის ფიურერად

     თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვარასობრივად ნაკლულერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორცსიცოცხლისათვის არასაჭიროელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორცძლიერისადასუსტისბრძოლას, რომელშიცმაღალხარისხოვანი რასებსუნდა ამოუჟლიტათდაბალხარისხოვნები”.

     1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას .. „–4 აქციის“ შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყოეუთანაზიასანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭიროიყო. 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილითებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა.
1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა.
1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა .

     მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნმა და მომდევნო დღეს  30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა
ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს, დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნესსსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდაცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხულიკგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდინარე ელბაში იქნა გადაყრილი.

     დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმცა იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა. 1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უნდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაშივოლფშანცეშიგრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუიფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა

უნდა ვთქვათ ისიც რომ ჰიტლერის სიკვდილის ამბავი დღემდე ბურუსითა და მრავალი ლეგენდით არის მოცული..

ავტორი: ელენე ბასილაშვილი